მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კვლევა: COVID-19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არცერთი არ იყო

კვლევა: COVID-19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არცერთი არ იყო

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არცერთი არ იყო. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „COVID-19 საქართველოში (მეშვიდე გადახედვა)“, რომელიც ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებული იყო 85 345 ორსული:  2020 წელს – 45 516,  2021 წელს – 39 829. ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა – 7 338-ია ანუ ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი – 8.6%.

ორსულებში დასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შედა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

სრულად ვაქცინირებულ ორსულებში COVID-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია, კერძოდ, ასკობრივ ჭრილში, ორსულებს შორის აცრილთა მაქსიმალური წილი – 15%, 40-44 წლის ასაკის ფეხმძიმეებს შორისაა.

COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი – 0.23%.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …