სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის...

eleqtronuli bibilioteka

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 01/12/2011

2011 წლის 1 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელებისთვის სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა.
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა უნიკალური პროდუქტია ქართულ სივრცეში. მისი შექმნისას გათვალისწინებულ იქნა მრავალი თანამედროვე ბიბლიოთეკის გამოცდილება (მაგ. კონგრესის ბიბლიოთეკის, LexisNexis-ის, გუტენბერგის პროექტის და ა.შ.).
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ბიბლიოთეკის მისამართია www.library.court.ge. დღეისთვის ბიბლიოთეკას 1300 მეტი მკითხველი ჰყავს.
ბიბლიოთეკაში როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით დაცულია 12000 მეტი იურიდიული ლიტერატურა - წიგნები, ჟურნალები, სტატიათა კრებულები, ვიდეო და აუდიო ფაილები.
უზენაესი სასამართლოს ინიციატივით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უკვე შეხვდა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. უახლოეს დღეებში კი უზენაეს სასამართლოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.

ბოლო სიახლეები

მაისი 2024

  • Previous month
  • Next month
მაისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi