რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ზონად იქცა. ბოლო კვირის განმავლობაში დასახლებიდან არაერთი ტრაგიკული ცნობა გავიგეთ — რამდენიმე დღის წინ მარიუპოლში სროლას 18 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 მარტს კი რუსებმა აქ სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა. ამის მიუხედავად, აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თავდასხმა გაამართლა და განაცხადა, შენობაში უკრაინელი "რადიკალების" ჯარი იყო განლაგებული და მშობიარეები არ იმყოფებოდნენო.

სანამ პუტინის ხელისუფლება სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს და ქალაქების დაბომბვას ამართლებს, სატელიტურ ფოტოებზეც კი ნათლად ჩანს, რამდენად მწვავეა სიტუაცია უკრაინაში. მარიუპოლის ქვემოთ ნაჩვენებ სატელიტურ სურათებს შორის სხვაობა მხოლოდ თვეებია — ასე შეცვალა ქალაქი სამხედრო კონფლიქტმა რამდენიმე დღეში.

საცხოვრებელი შენობები ქალაქში

ფოტო 1: Satellite images ©2022 Maxar Technologies / ფოტო 2: Satellite images ©2022 Maxar Technologies

სასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ქალაქის დასავლეთით

ფოტო 1: Satellite images ©2022 Maxar Technologies / ფოტო 2: Satellite images ©2022 Maxar Technologies

საცხოვრებელი ბინები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში

ფოტო 1: Satellite images ©2022 Maxar Technologies / ფოტო 2: Satellite images ©2022 Maxar Technologies

საპორტო ქალაქის სანაპიროსთან მიმდებარე სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები

ფოტო 1: Satellite images ©2022 Maxar Technologies / ფოტო 2: Satellite images ©2022 Maxar Technologies

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში