უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინის თავზე ცის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნეს, რომელსაც მარიუპოლში განადგურებული საცხოვრებელი კორპუსებისა და ქუჩების ფოტოები აქვს თანდართული.

"მარიუპოლი გაანადგურეს. რუსული ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას. მარიუპოლში დაღუპულთა რაოდენობის ზუსტი დათვლა ამჟამად შეუძლებელია. შეჩერდით, ჯალათებო! უკრაინის თავზე ცის დახურვა არის ევროპის დაცვაც! მიეცით უკრაინას თვითმფრინავი და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა!", — აღნიშნულია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში