იაპონური და ჩინური სამზარეულოები — რა განსხვავებაა მათ შორის?
იაპონური და ჩინური სამზარეულოები, როგორც აზიური კულტურის ნაწილები, ერთი შეხედვით, თითქოს ბევრ რამეში იკვეთებიან — ორივეს განუყოფელი ნაწილია საჭმელი ჩხირები, მთავარ პროდუქტებად აქვთ თევზი და ბრინჯი, მაგრამ ის, რასაც დღეს მოგიყვებით, დაგანახვებთ, რომ ეს ორი დიდებული, მრავალფეროვანი და მრავალსაუკუნოვანი კულტურები დეტალებით ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებიან.
ფილოსოფია
ჩინეთში კარგ მზარეულს მოეთხოვება, თავისი გამორჩეული ოსტატობით გემრიელ კერძად აქციოს ის, რაც "არ იჭმევა".
იაპონიაში კი პირიქით — მზარეულები ცდილობენ, უხეშად არ ჩაერიონ "ბუნების ძღვენში" და ხშირად კერძი დიდად არც განსხვავდება იმ ნატურალური ნედლეულისგან, რისგანაც არის მომზადებული.
მომზადების ტექნიკა
თუკი ჩინური საკვები ერთგვარი "ალქიმიაა", რომელსაც მაგიური უნარ-ჩვევები სჭირდება, იაპონური სამზარეულო — ეს თეფშზე ფერწერის ხელოვნება გახლავთ.
ჩინური სამზარეულო აფუძნებს ადამიანის ბატონობას ნედლეულზე. კარგი ჩინელი მზარეული გეტყვით, რომ წყალში არეკლილი მთვარის გარდა, ყველაფრისგან შეუძლია კერძის შექმნა. ჩინელი მზარეული ისე მოგიმზადებთ თევზს, რომ მას ქათმისგან ვერ გაარჩევთ და ისე დაგაპურებთ მრავალფეროვანი საკვებით, რომ ვერც მიხვდებით, რაში რა ინგრედიენტებია;
იაპონური კერძები კი, ჩინურისგან განსხვავებით, მაქსიმალურად მარტივია. იაპონელ მზარეულს სულ სხვა მიზანი აქვს — ის ცდილობს, პროდუქტი საწყისი სახით შეინარჩუნოს (გემოც და ვიზუალიც) და თევზი და ბოსტნეული მომზადების შემდეგაც "თავის თავს" ჰგავდეს (სუკიაკი და ტემპურა კი, რომლებიც ძალიან უყვართ ჩვენში, ტრადიციული იაპონური კერძები არ გახლავთ)
- ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი: იაპონური კულინარია და წყალმცენარეები
იაპონელი მზარეულის ოსტატობა იმაში გამოიხატება, რომ მისი "ხელი" არ უნდა იყოს შესამჩნევი — აი, როგორც მებაღე აძლევს მცენარეს ისეთ ფორმას, რომელიც შეიძლებოდა, მას ბუნებრივადაც ჰქონოდა.
უმი თევზის მომზადება (საშიმი, სუში, როლი), მაგალითად, ხშირად მხოლოდ მისი ნაჭრებად დაჭრით შემოიფარგლება. დიახ, სწორედ დანაა იაპონელი მზარეულის მთავარი იარაღი, ისევე, როგორც მოქანდაკისთვის — საჭრეთელი.
იაპონურ კერძებში არ იყენებენ მწარე სანელებლებს
ჩინური სამზარეულოს რეცეპტები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ჩახლართულია, თანაც კერძებში აუარება სუნელს და საკმაზს იყენებენ. ხშირად მართლაც რომ რთულია ხოლმე იმის გარკვევა, რას ვჭამთ.
იაპონელი მზარეულები კი, საკვების ბუნებრივ გემოს მიჰყვებიან. მათთვის მნიშვნელოვანია არა ის, რომ პროდუქტს ახალი გემო შესძინონ, არამედ ის, მისი საწყისი გემო გააძლიერონ.
თევზი და ხორცი
ჩინური სამზარეულო გამორჩეულია საკვები პროდუქტების მრავალფეროვნებით. ხორცი, მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, თევზი, ზღვის პროდუქტები — ამ ყველაფერს სრულიად წარმოუდგენელი კომბინაციებით იყენებენ და სხვადასხვა გზით ამუშავებენ.
იაპონურ სამზარეულოში კი ხორცი დიდად დაფასებული არ გახლავთ. იაპონელებისთვის პირველ ადგილზე თევზის და ზღვის პროდუქტების კერძებია. ამასთანავე, ისინი მინიმალურად ამუშავებენ ნედლეულს, რათა ბუნებრივი გემო შეუნარჩუნონ.
იაპონური მენიუ სეზონებზეა დამოკიდებული
ახალი ბოსტნეული, ახალი თევზი და კერძის მომზადება სეზონის შესაბამისად იაპონელი მზარეულისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალოდ მომზადების პროცესი.
იაპონელთა სადღესასწაულო მაგიდაზე მთავარი საკვები, რა თქმა უნდა, უმი თევზისგან მომზადებული კერძებია — იგივე, სუში და როლი, თავისი მრავალფეროვნებით. თუმცა, მნიშვნელოვანია, თევზი იყოს იმ სახეობის, რომელიც წელიწადის მოცემულ სეზონზე ყველაზე გემრიელია.
არსებობს იაპონური კერძები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ სეზონებზე მზადდება. მაგალითად, იაპონიაში საგაზაფხულო კერძად მიიჩნევა ახალგაზრდა ბამბუკის ყლორტები; საზაფხულო კერძია კალმახი და ბოსტნეული; საშემოდგომო — კური გოხანი, ანუ ტკბილი ჯიშის წაბლი მოხარშულ ბრინჯთან ერთად; ზამთარში — თევზის წვნიანი.
დესერტი
იაპონურ დესერტს, რომელსაც ჩაისთან ერთად მოგართმევენ, ტკბილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან იაპონელები შაქარს თითქმის არ მოიხმარენ. იაპონური დესერტი ნაციონალური სამზარეულოს ტრადიციების გაგრძელებაა. დესერტად აქვთ, მაგალითად, როლი ტკბილი ბრინჯით, ხილით და ნიგვზით; როლი შოკოლადით და თხილით; ხილის სალათები.
იაპონიაში ყველაზე პოპულარული ტკბილეულია ვაგასი, რომელიც მზადდება წყალმცენარეებით, ბრინჯის ცომითა და თხილეულით.
და, რა თქმა უნდა, იაპონურ დესერტი მხოლოდ ნატურალური პროდუქტით მზადდება და არასდროს აქვს გარეული ხელოვნური დანამატები.
ჩინური დესერტი ასევე სპეციფიკური და ორიგინალური რამ არის. ჩინეთში ცნობილი დესერტებია: ქათმის ფეხები კარამელით; ღორის ხორცი სეზამის მარცვლებით და შაქრით; კარამელიზებული ხილი და კენკრა სეზამის მარცვლებით.
პორციების ზომა
ჩინური კერძის ერთი პორცია წონით იაპონური კერძის ერთ პორციას აღემატება. ეს იაპონელების გადაჭარბებული ზომიერების გრძნობით შეიძლება აიხსნას.
კულინარიული ტექნიკა
კულინარიული ტექნიკა იაპონური და ჩინური სამზარეულოების მთავარი განსხვავებაა: იაპონიაში ორთქლზე და წყალზე ამზადებენ, ჩინეთში კი ცეცხლზე წვავენ.
ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, რომლებიც შეიძლება, 21-ე საუკუნეში ნაკლებად აქტუალურია, თუმცა, მათი სამზარეულოების ტრადიციებში უკვე დამკვიდრებულია.
საქმე ის არის, რომ იაპონიაში პატარა და ძალიან კამკამა მდინარეებია, რომლებშიც თევზიც და წყალმცენარეებიც სუფთაა. ამიტომ მათი მსუბუქად მომზადება არასდროს ყოფილა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი.
ჩინეთის ტერიტორიაზე კი მსოფლიოში ყველაზე გრძელი 4 მდინარე მიედინება, რომლებიც სისუფთავით ნამდვილად არ გამოირჩევიან. ამიტომ, იქ საკვებიდან დაავადებების გავრცელების რისკი დიდია. ბევრ რეგიონში საერთოდაც წარმოუდგენელია პროდუქტის მომზადება აგრესიული ჩარევისა და დამუშავების გარეშე. აქედან ჩნდება ყველაფრის შეწვის ტრადიცია, რათა საჭმელად "უვარგისი" ვარგისად იქცეს.
სწორედ ამის გამო, იაპონური სამზარეულო გაცილებით ფართოდ იყენებს უმ პროდუქტებს, ვიდრე ჩინური სამზარეულო.
იაპონური კერძების ესთეტიკა
მსოფლიოში ნებისმიერი მზარეული ცდილობს, კერძისგან შედევრი შექმნას, მაგრამ იაპონური სამზარეულოს კერძების ესთეტიკა მაინც დღემდე ყველასგან გამორჩეულია.
იაპონელებს სჯერათ, რომ საკვებს მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებელი, როცა თვალსაც ახარებს. ამიტომ, კერძებისა და დესერტების გაფორმებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და თეფშზე, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან.
თუკი სტატიის წაკითხვის შემდეგ იაპონური კერძის მოძებნას დააპირებთ, სუშის თბილისში მისართმევად ოიში სუშის შეგიძლიათ ესტუმროთ. ან თუ ეს ცნობილი იაპონური კერძი გამოძახებით გსურთ, შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ სუშის რომელიმე სეტი და მას სახლში უმოკლეს დროში მოგართმევენ.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები