პენისის საშუალო სიგრძე ბოლო ათწლეულების განმავლობაში 25 პროცენტით გაიზარდა. მეცნიერებმა, რომლებმაც აშკარა ზრდის სტატისტიკა აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს კარგი.

ნაშრომში, რომელიც World's Journal of Men's Health გამოქვეყნდა, სტენფორდის მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ათწლეულების კვლევების მეტა ანალიზის მიხედვით, ერეგირებული პენისის სიგრძე საგრძნობლადაა გაზრდილი. საუბარია 12 სანტიმეტრიდან 15 სანტიმეტრამდე ზრდაზე. ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაშინ როცა ტესტოსტერონისა და სპერმის ხარისხი იკლებს.

შედეგების მისაღებად მკვლევრებმა 75 კვლევა შეისწავლეს. მათგან რამდენიმე ჯერ კიდევ 1942 წელს ჩატარდა. საერთო ჯამში მონაცემები თითქმის 56 000 კაცს მოიცავდა. მკვლევრებს გაუკვირდათ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ბოლო პერიოდში პენისის ზომა საგრძნობლად გაიზარდა.

მეტიც, ტენდენცია არ არის ლოკალური და ეს გლობალურად ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ცვლილებები შენიშნეს, მის მიზეზებში ისინი დარწმუნებული არ არიან.

"მილიონდოლარიანი კითხვაა, რატომ ხდება ეს", — თქვა ეიზენბერგმა, მკვლევარმა.

ბოლო წლებში სპერმის რაოდენობისა და ტესტოსტერონის დონის კლების პარალელურად სტენფორდის მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ პენისის საშუალო ზომა შეიძლება შემცირებულიყო, თუმცა ეს პირიქით აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ პენისის სიგრძე პირდაპირ კავშირში არ არის სექსუალურ ჯანმრთელობასთან, სტენფორდის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ის მაინც შესასწავლია.

"ცვლილებები შედარებით მოკლე დროში მოხდა. ასეთი ცვლილებები შემაშფოთებელია", — ნათქვამია განცხადებაში.

მეცნიერების თქმით, საკითხში გასარკვევად მეტი კვლევა იქნება საჭირო.