იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს ახალ საირმეში მიშლენის შეფი ჩაატარებს
ახალი საირმე 18 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსებს უმასპინძლებს. პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს.
მასტერკლასები აგებულია იტალიურ სამზარეულოზე და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მოქმედ მზარეულებსა და შეფებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძების მომზადების ტექნიკები და გაიღრმაონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა.
"ესაა ინტენსიური კურსები იმ მოქმედი მზარეულებისა და შეფებისთვის, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების შეძენა სურთ", — აღნიშნავს შეფი გურამ ბაღდოშვილი, საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის თანადამფუძნებელი, — "ბევრი ამზადებს პიცას, პასტას, რავიოლის, მაკარონს, მაგრამ, რომ გადავხედავთ, თითქმის ყველა იუთუბიდან აღებული რეცეპტითა და მომზადების ტექნიკით ხელმძღვანელობს. ჩვენ კი ავთენტიკურ კერძებს შევთავაზებთ ამ საქმის მეტრებისგან".
ახალ საირმეში 27-29 აპრილი მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის — მატეო სივეროს — მასტერკლასს დაეთმობა, რომელიც მოიცავს თანამედროვე და კლასიკური იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს, მოლეკულური სამზარეულოს მასტერკლასებსა და ვახშმის მომზადებას.
18-22 აპრილს გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ის პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის — მასტერკლასი გაიმართება, რომელიც მოიცავს ანტიპასტას, პასტას, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკების შესწავლას.
"მაღალი ეშელონის ვეტერანი იტალიური სამზარეულოდან და ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მიშლენის ვარსკვლავი 18 წლის ასაკში მიიღო", — ჰყვება ბაღდოშვილი, — "ეს ყველაფერი ერთად არის გამოცდილება და მოტივაცია, რომელსაც მოწვეული პროფესიონალები, კერძების ცოდნასთან ერთად, გაუზიარებენ ქართველ შეფებს.
"ორივე მათგანი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ორივე შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე. გარდა ამისა, გამოცდილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი ახალი საირმის სამზარეულოს განვითარებაზე თავადაც მუშაობდა, კახა ციკოლიასთან ერთად, რაც კიდევ უფრო ოჯახურ გარემოს უქმნის მთელ ამ პროცესს.
"ჩვენი სურვილია, ქართულმა სამზარეულომ საერთაშორისო მოთხოვნებს უპასუხოს, ამა თუ იმ ქვეყნის კერძები სწორი ფორმით მოხვდეს საქართველოს რესტორნების მენიუში, იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, თავი დაიმკვიდრონ მაღალ ქართულ გასტრონომიაში".
მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის, მზარეულებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ახალი საირმის შეფი კახა ციკოლია, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. გურამ ბაღდოშვილი კი თეორიულ ნაწილს გაუძღვება.
პროექტის ფარგლებში DMO-ის თანადაფინანსებით გადამზადდება 15 შეფი იმერეთის რეგიონიდან. საქართველოს მასშტაბით, სხვა დაინტერესებული შეფებისთვის კი მიღება უკვე გამოცხადებულია. შესაძლებელია როგორც ცალკეული შეფების მასტერკლასების, ისე სრული კურსის გავლა. დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა ახალი საირმისა და საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის სოციალური ქსელების დახმარებით არის შესაძლებელი.
საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი არიან. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, "სუ-შეფი". სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორების ჩართულობით ხორციელდება.
2020 წელს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ, შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა "სასტუმროს ოთახების მართვა".
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები