ზურა გომელაური — გამორჩეული მხატვარი, საუცხოო ადამიანი და სამაგალითო მამა
ზურა გომელაური თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ნახატები სავსეა სითბოთი, სიყვარულითა და საოცარი განწყობით, რომელსაც მხატვარი თითოეულ ნამუშევარში დებს. ზურა გომელაურის შემოქმედება პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. რამდენიმე დღეში ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძლებს, დატკბეს ხელოვანის ნამუშევრებით. 20-დან 23 მაისამდე, PSP-ს მხარდაჭერით, თბილისის ღვინის მუზეუმი ზურა გომელაურის გამოფენას — სიცოცხლის ხე უმასპინძლებს.
გამოფენის სახელწოდება მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული ტილოდან მოდის, რაც მის შემოქმედებას ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს. გამოფენაზე ზურა გომელაური 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს წარადგენს. ასევე, წარმოდგენილი იქნება სიცოცხლის ხის ორიგინალი ნამუშევარი და მის მიხედვით შექმნილი მანათობელი ინსტალაციები.
"მე მიყვარს ეს თემა. სიცოცხლის ხე უწმინდესსაც ძალიან მოსწონს. ეს სიხარულის და სურვილების ასრულების ხეა. გამოფენაზე ქორწილის, ბავშვების, ცხოველების და სიცოცხლესთან დაკავშირებული სხვადასხვა ქართული თემატიკა იქნება წარმოდგენილი. ყველა ეს ნამუშევარი ერთ საერთო კონცეფციაში ერთიანდება", — აღნიშნავს ზურა გომელაური.
დაახლოებით, 5 წლის იყო, ხატვა რომ დაიწყო. მერე მშობლებმა პიონერთა სასახლეში მიიყვანეს. იქ 12 წლისას პირველი პერსონალური გამოფენაც ჰქონდა. ასე გაგრძელდა ყველაფერი და მას შემდეგ საყვარელ საქმეს აღარ ჩამოშორებია.
ზურა გომელაური მხოლოდ შემოქმედებით გამორჩეული მხატვარი არ არის. ის მისი დამოკიდებულებებითა და ადამიანური ღირებულებებით გამოირჩევა. უყვარს ადამიანებისთვის ნახატების ჩუქება და არ ესმის იმ მხატვრების, ვისაც ეს პროცესი სიამოვნებას არ ანიჭებს.
"ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან ნახატების შესაძენად. მე არ მიყვარს მძიმე ნამუშევრები, სადაც დეპრესიაა. საერთოდაც, ვთვლი, რომ ხელოვნებამ კი არ უნდა დასტრესოს ადამიანი, არამედ ოცნებებში წაიყვანოს. ნახატების გაჩუქებაც ძალიან მიყვარს. მიხარია, როცა ვინმეს მოსწონს და კედელზე კიდებს. ხელოვნების დანიშნულებაც ეს არის — ის ადამიანთან უნდა მივიდეს. ამიტომ, მიკვირს, როცა მხატვრები ამბობენ, რომ საკუთარი ნამუშევრის სხვისთვის ჩუქების შემდეგ ნერვიულობენ და ამის გაკეთება არ უყვართ", — დასძენს მხატვარი.
ზურას მხატვრობის სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა. მისი მამიდის მეუღლე ცნობილი მხატვარი რენო თურქია იყო. ზურა ხშირად მიდიოდა მის სახელოსნოში, უყურებდა საღებავებს და ნახატებს, რომლებიც მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. იქიდანაც ხშირად მოდიოდა საღებავებითა და პასტელებით ხელდამშვენებული, რომელსაც ცნობილი მხატვარი მომავალ ცნობილ მხატვარს ჩუქნიდა. ალბათ, ამ პერიოდმა განსაზღვრა ზურას მომავალი.
"ხატვა ყოველთვის მინდოდა. ახლაც ასე ვარ. ვცდილობ, ლამაზი განწყობა შევუქმნა ადამიანებს. ჩემი შემოქმედება, ალბათ, რომანტიკული მხატვრობაა, რადგან სულ ქორწილებს, მეოცნებეებს და სიცოცხლის ხეებს ვხატავ. მთავარია, გარშემო სიმშვიდეს ვგრძნობდე და ცუდად არავინ იყოს. შემიძლია, ერთ ნახატზე ერთი კვირაც კი ვიმუშაო. როგორი ხასიათითაც ხატავ, ნახატიც ისეთი გამოდის. ხატვისას რომ ვინმემ შემომხედოს, სულელი ვეგონები. ნახატს ვუღიმი... მინდა, რომ ვის სახლშიც შევა, სიკეთე შეიტანოს. ნახატს აურის შეცვლა შეუძლია. მგონია, რომ ჩემი ნამუშევრები მისალოცი ბარათებივითაა — კეთილი სურვილების ნაკრები", — ამბობს მხატვარი.
გარდა იმისა, რომ ზურა შესანიშნავი მხატვარი და ადამიანია, ის არაჩვეულებრივი მამაც გახლავთ. შვილთან, სალომესთან ერთად, ის დღემდე დადის სახლისთვის საყიდლებზე და დღემდე ცდილობს, უკვე შემდგარ პროფესიონალს, პროფესიულ განვითარებაში დაეხმაროს.
სალომე ბაშვობიდანვე ფერად სამყაროში იზრდებოდა. ზურას პერსონამ მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ ხელოვნების სფეროში წავიდა და ტანსაცმლის დიზაინი აირჩია.
"ზურა არაჩვეულებრივი მამაა, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია. ბავშვობაში, როცა გავცივდებოდი და რაიმე ვირუსი შემხვდებოდა, იმდენად ნერვიულობდა, რომ ვეღარ ხატავდა. სურპრიზებით სავსე ბავშვობა მქონდა. ის დღესაც ასეთია. ერთად დავდივართ აქსესუარების და ავეჯის საყიდლად სახლისათვის თუ აგარაკისთვის... ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ჩემს შემოქმედებით განვითარებაში ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ის იყო ჩემი სტიმული, რათა უფრო უფრო მეტი გამოფენა მომეწყო. ზურა გამორჩეული ხელოვანია. მას რომც არ ვიცნობდე, ამ მხატვრით აუცილებლად დავინტერესდებოდი. ის არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც პოპულარულია. მიმაჩნია, რომ მსოფლიო დონის მხატვარია. როგორი პოზიტიური და სიყვარულით სავსე ადამიანიცაა, ზუსტად ისეთია მისი ნამუშევრებიც", — აღნიშნავს სალომე გომელაური.
20-დან 23 მაისის ჩათვლით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს გამორჩეული თანამედროვე მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრებით და ისიამოვნოს იმ გარემოთი, რომელიც 17:00 საათიდან თბილისის ერთ-ერთ უძველეს, გამორჩეულ და ისტორიულ საგანძურში, თბილისის ღვინის მუზეუმში მისულებს დახვდებათ.
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
კომენტარები