საყვარელი ადამიანისთვის ყვავილების შერჩევაში შეიძლება მისი ზოდიაქოც დაგეხმაროს, რადგანაც ასტროლოგიური ნიშნები ხომ ხასიათს, მისწრაფებებსა და ინტერესებს მოიცავს. თავის მხრივ, თუ გავითვალისწინებთ უამრავ სიმბოლურ დატვირთვას, ყვავილები უბრალოდ ლამაზი დეკორაცია როდია.

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს უნიკალური თვისებები და მახასიათებლები აქვს, ზოგიერთი ყვავილი კი სწორედ მათთან ასოცირდება. ამ სტატიაში კი ყვავილებს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყვავილების მაღაზია Lovely Rose თავად შეგირჩევთ.

ყვავილები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნებს ასახავს

ვერძი

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სითამამითა და თავგადასავლებისაკენ სწრაფვით არიან ცნობილები. ამასთანავე, მათ თავდაჯერებულობა და მოჭარბებული ენერგიაც ახასიათებთ. ამ თვისებების გათვალისწინებით, ვერძებისათვის საუკეთესო არჩევანი ტიტების თაიგული იქნებოდა, რაც ახალი დასაწყისისა და თავგადასავლების სიმბოლოა. ეს ყვავილი სწორედ რომ მათ ხასიათსა და ენთუზიაზმს ასახავს.

კურო

კურო სანდო და მომთმენი ნიშანია. როგორც წესი, ის ცხოვრებაში მარტივ, წვრილმან სიამოვნებებსაც კი აფასებს. ყვავილები, როგორებიცაა ვარდები და შროშანები, ბუნებრივი სილამაზითა და განუმეორებელი სურნელით, იდეალურად ასახავს ამ ნიშნის მგრძნობიარე და ურყევ ხასიათს.

ტყუპები

ტყუპების ნიშნის წარმომადგენლები ორმაგი ბუნებით ხასიათდებიან. ისინი სულსწრაფები და ცნობისმოყვარეები არიან. აქედან გამომდინარე, მიმზიდველი ორქიდეები, მათი ამოუცნობი ფორმითა და ფერით, შეიძლება ტყუპებში არსებული მრავალფეროვნებისადმი ინტერესს ასახავდეს. ასევე, საუკეთესო საჩუქარია მზესუმზირას თაიგული, რადგან ეს ყვავილი მრავალმხრივობას ასახავს, რაც ამ ზოდიაქოს ნიშნის მთავარი თვისებაა.

კირჩხიბი

კირჩხიბი თანამგრძნობი და ემოციური ნიშანია. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებეს ოჯახსა და სახლს. გირჩევთ, მისთვის ისეთი ყვავილები შეარჩიოთ, როგორებიცაა თეთრი შროშანები და ჰორტენზია. თეთრი შროშანები სიწმინდისა და ერთიანობის, ხოლო ჰორტენზია გულწრფელი ემოციების სიმბოლოა.

ლომი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თავდაჯერებული და ქარიზმატულები არიან, ამასთანავე, მათ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. თუკი ლომისთვის მიხაკს შეარჩევთ, თქვენ მის სიკაშკაშესა და მზიან განწყობას გაუსვამთ ხაზს.

ქალწული

ქალწული მინიმალიზმის მოყვარული, დეტალებზე ორიენტირებული ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომ, თუ საჩუქრის, კერძოდ კი თაიგულის შერჩევას გადაწყვეტთ, ყურადღებით იყავით. მათთვის შესაფერისი გვირილა ან ქრიზანთემაა. ეს ყვავილები სიმარტივითა და სიზუსტით გამოირჩევა.

სასწორი

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჰარმონიისა და ესთეტიკის მოყვარულნი არიან. მუდმივი სწრაფვა სილამაზისაკენ ნიშანია იმის, რომ მათთვის ვარდები ან ორქიდეები უნდა შეარჩიოთ. ვარდი სიყვარულის უნივერსალური სიმბოლოა, ხოლო ორქიდეა სილამაზეს, ელეგანტურობასა და შარმს განასახიერებს.

მორიელი

მორიელები ვნებიანი და იდუმალებით მოცული ბუნებით გამოირჩევიან. ამ შემთხვევაში შეარჩიეთ ისეთი ყვავილი, როგორიცაა გეორგინა, ის მკვეთრად გამოხატავს ზოდიაქოს ამ ნიშნის ღრმა ემოციებს. ამასთანავე, ორქიდეების თაიგულის ჩუქებაც შეგიძლიათ. ეს ყვავილი მეტად ეგზოტიკურია და განასახიერებს სიყვარულს, სილამაზესა და სიძლიერეს. ის შესანიშნავი ვარიანტია მორიელებისთვის, რომლებიც იდუმალებას ასე აფასებენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ოპტიმისტები, თავგადასავლებისა და თავისუფლების მოყვარულები არიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ აქტიური ცხოვრებისადმი მუდმივი ლტოლვა ახასიათებთ. შეგიძლიათ გვირილა ან მინდვრის/ველური ყვავილები აჩუქოთ. გვირილა სიმარტივეს, ხოლო ველური ყვავილები მშვილდოსნის თავისუფალ ბუნებას ასახავს.

თხის რქა

ზოდიაქოს ეს ნიშანი პასუხისმგებლობითა და მოწესრიგებულობით ხასიათდება. გამომდინარე იქიდან, რომ თეთრი ქრიზანთემები სიმართლისა და ერთგულების სიმბოლოა, შესანიშნავი არჩევანია თხის რქებისათვის, რომლებიც აფასებენ გულწრფელობას და ღრმა კავშირებს ურთიერთობებში.

მერწყული

ინოვაციური და დამოუკიდებელი სულისკვეთების ადამიანები არიან. ისინი ყოველთვის აფასებენ ორიგინალურ და უჩვეულო საჩუქრებს. ამ შემთხვევაში მინდვრის ყვავილები ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ მერწყულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალურ კავშირებს, შეგიძლიათ ლილიების შერჩევა, რომელიც მეგობრობისა და მყარი ურთიერთობების სიმბოლოა.

თევზები

თევზები მეოცნებე და ხელოვნებისადმი მიდრეკილნი არიან. ყვავილების შერჩევისას შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ მათ ემოციურ სიღრმეზე, კრეატიულობასა და რომანტიკულობაზე. მაგალითად, სურნელოვანი და მომხიბვლელი იასამანი, რომელიც უმანკოებასა და პირველ სიყვარულს ასახავს, თევზების რომანტიკულ ხასიათს ნამდვილად ემთხვევა.


და ბოლოს, ყველა დეტალის, მათ შორის ზოდიაქოს ნიშნების გათვალისწინებით ყვავილების მაღაზია ლავლიროუზში რჩევებს პროფესიონალი ფლორისტები მოგცემენ. მაგრამ თუ უკვე იცით რომელი ყვავილი შეეფერება თქვენი საყვარელი ადამიანის ზოდიაქოს, მაშინ ყვავილების მიტანის სერვისით სარგებლობაც შეგიძლიათ.