სად არის ქეით მიდლტონი? — ინტერნეტში მიმები და კონსპირაციული თეორიები ვრცელდება
უელსის პრინცესა ქეთრინის გარშემო ატეხილი აურზაური უკვე მისტიკურ ამბავს ემსგავსება. ქეით მიდლტონი საჯაროდ უკვე რამდენიმე თვეა არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა დაემართა უელსის პრინცესას, რის გამოც სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) და ტიკტოკზე, უცნაური და ზოგჯერ სახალისო კონსპირაციული თეორიები და მიმები გამოჩნდა.
ამ სტატიაში სამეფო ოჯახის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის შესახებ ქრონოლოგიურად მოგიყვებით და თან ცნობილ მიმებსა და ინტერნეტის თეორიებსაც შემოგთავაზებთ.
25 დეკემბერი
ქეითი ბოლოს შობას, 25 დეკემბერს, ქმართან, პრინც უილიამთან და შვილებთან ერთად ეკლესიაში მიმავალი დააფიქსირეს.
16 იანვარი
სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ ქეთრინმა 16 იანვარს გეგმიური ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც საჯაროდ არ გამოჩენილა. კენსინგტონის სასახლის განცხადებით, წარმატებული ოპერაციის შემდეგ, უელსის პრინცესა ორი კვირით საავადმყოფოში დარჩებოდა და დროებით, აღდგომამდე, სამეფო მოვალეობებისგან გათავისუფლდებოდა.
თავდაპირველად, სიმართლეში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა უკვე სამი თვე გავიდა, რაც ქეითი არავის უნახავს და გასაკვირი არაა, რომ ამასობაში უამრავი კონსპირაციული თეორიაც მოვისმინეთ. ზოგიერთი პრინც უილიამსა და ქეითს შორის უთანხმოებას ან ღალატსაც არ გამორიცხავს.
"პრინცი უილიამი და ქეითი დაშორდებიან და რამდენიმე თვეში ქეითი მეგანთან და პრინც ჰარისთან ერთად აშშ-დან ფოტოს გაავრცელებს, რის გამოც სამეფო ოჯახი დაემხობა", — წერს თეორიის ავტორი.
"მე, როცა დილას ოჯახის ჩატში ქეით მიდლტონთან დაკავშირებული ახალ-ახალი თეორიების მიწერით ვიწყებ", — წერს მეორე.
17 იანვარი
ბუკინგემის სასახლემ იმავე დღეს განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ მეფე ჩარლზს გადიდებული პროსტატის გამო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება სჭირდებოდა. თუ ქეითის ოპერაციის შესახებ საზოგადოებისთვის არანაირი დამატებითი დეტალი არ გაუზიარებიათ, სამეფო ოჯახი მეფე ჩარლზის შემთხვევაში საპირისპიროდ მოიქცა, რამაც საზოგადოებაში არსებული ეჭვი კიდევ უფრო გააღვივა. ზოგიერთმა ადამიანმა ის თეორიაც გაავრცელა, რომ შესაძლოა, ქეითმა ოპერაცია ვერ გადაიტანა. სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებული სიმღერაც კი გავრცელდა.
28 იანვარი
იანვრის ბოლოს ამ თეორიას ისიც დაემატა, რომ ესპანური ახალი ამბების წამყვანმა გამოაცხადა, რომ ქეითი საავადმყოფოში დეკემბერში გადაიყვანეს და კომაში იმყოფებოდა. ეს ცნობა სამეფო ოჯახმა უარყო და განაცხადა, რომ მიდლტონი საავადმყოფოდან 29 იანვარს გამოწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა. მიუხედავად სამეფო ოჯახის პასუხისა, კონსპირაციული თეორიები ამის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.
ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა პოპკულტურასთან დაკავშირებული ხუმრობების მოფიქრებაც არ დააყოვნა. ერთ-ერთმა მათგანმა სერიალი Fleabag-ის ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ფლიბეგის და თმის ვარცხნილობის გამო გლოვობდა.
"ქეით მილდტონი ამ თმის ვარცხნილობით უნდა დაბრუნდეს", — წერია პოსტში.
ბუნებრივია, ინტერნეტში არც სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული შოუ The Crown დავიწყებიათ.
"The Crown-ის სცენარისტების რეაქცია იმაზე, რომ შოუს გადაღება ზუსტად მაშინ დაასრულეს, როცა სამეფო ოჯახის ცხოვრება საინტერესო გახდა", — ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა დისნეის ცნობილი ფილმი პრინცესების დაცვის პროგრამა გაიხსენა, რომელშიც პრინცესას იმის გამო გადამალავენ, რომ საფრთხე ემუქრება.
"დავიღალე ქეითის გარშემო გავრცელებული დეზინფორმაციით, ყველამ ვიცით, სადაც არის", — წერს ის და დისნეის ფილმის პოსტერს აქვეყნებს.
6 თებერვალი
მოგვიანებით გავიგეთ, რომ მეფე ჩარლზ III-ს, სიმსივნე დაუდგინდა. განცხადების მიხედვით, მეფემ მკურნალობა უკვე დაიწყო, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯარო ვალდებულებების შესრულებას ვეღარ შეძლებდა. ამან სოციალურ ქსელში მორიგი აჟიოტაჟი და ხუმრობების ტალღა გამოიწვია.
"ქეით მიდლტონი დამალვას წყვეტს, მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მეფე ჩარლზი მოკვდა", — წერია ერთ-ერთ პოსტში.
"ქეით მილდტონი და მეფე ჩარლზი ახლა", — ხუმრობს სხვა ინტერნეტმომხმარებელი.
18 თებერვალი
პრინცი უილიამი Bafta-ს ყოველწლიურ დაჯილდოებას ცოლის გარეშე დაესწრო, რამაც დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა.
6 მარტი
6 მარტს პირველი პაპარაცული ფოტო გავრცელდა, რომელშიც მანქანაში მჯდომი ქეითი და დედამისი ჩანან. ფოტოში ქეითს კისერი დაფარული აქვს და მზის სათვალე უკეთია, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ შესაძლოა, მანქანაში არა ქეითი, არამედ ვიღაც სხვა იჯდა, მაგალითად, მილდტონის და, რომელიც პრინცესას ძალიან ჰგავს.
10 მარტი
დედის დღეზე, კენსინგტონის სასახლემ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ქეით მიდლტონი შვილებთან ერთადაა გამოსახული. სურათი მედიებმაც გაავრცელეს, მაგრამ მორიგმა კონსპირაციამ არც ამჯერად დააყოვნა — სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სურათზე სხვადასხვა დეტალი, მაგალითად, პრინცესა შარლოტის მკლავი და პრინცი ჯორჯის ხელი, შესაძლო ფოტომანიპულაციაზე მიუთითებდა. ამავე ბრალდებით, რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ ფოტო თავისი არხებიდან წაშალა და განაცხადა, რომ, მათი აზრით, ეს მართლაც ფოტომანიპულაცია იყო.
ამბავს მალევე გამოეხმაურა თავად უელსის პრინცესა. კენსინგტონის სასახლის განცხადებაში, პრინცესა ქეთრინმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ფოტო დამუშავებული იყო.
"როგორც ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი, ხანდახან მეც ვცდი ხოლმე სურათების დამუშავებას", — წერია განცხადებაში, — "მინდოდა, ბოდიში მომეხადა გუშინდელ ფოტოს მოყოლილი გაუგებრობის გამო".
11 მარტი
კიდევ ერთი პაპარაცული ფოტო 11 მარტს გავრცელდა, რომელშიც ქეითი და პრინცი უილიამი მანქანაში სხედან, თუმცა ამჯერად მიდლტონის სახის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელია.
საბოლოო ჯამში, კვლავაც უცნობია, რატომ გაუჩინარდა ქეითი და როგორაა უელსის პრინცესა ახლა. ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი კვლავაც ვარაუდობს, რომ სამეფო ოჯახი პრინცესა ქეთრინის ჯანმრთელობის მდგომარეობას მალავს და საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ამბობენ.
"ძალიან სასაცილო იქნებოდა, ქეითს რომ სოციალურ ქსელებში 100 ყალბი ანგარიში ჰქონდეს, რომლითაც საკუთარ თავზე კონსპირაციულ თეორიებს თვითონვე ავრცელებს, პარალელურად კი მიმოზას წრუპავს და სამეფო ოჯახის აფეთქებას უყურებს", — ინტერნეტმომხმარებლები არც ამ თეორიას გამორიცხავენ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები