ყველაფერი, რაც iPhone 8-ისა და iPhone X-ის შესახებ უნდა იცოდეთ
Apple-მა სექტემბრის ტრადიციულ ღონისძიებაზე რამდენიმე ახალი პროდუქტი წარადგინა. თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას iPhone-ის ახალი მოდელები იქცევს.
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ, 12 სექტემბერს, კომპანიამ iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X გააცნო ფართო საზოგადოებას. რა მახასიათებლები აქვთ ახალი თაობის ტელეფონებსა და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?
iPhone 8 და iPhone 8 Plus
რაც უნდა გასაკვირი იყოს, როგორც ჩანს, Apple-ს ახალი მოდელის დიზაინის გადაკეთებაზე ბევრი არ უფიქრია. iPhone 8 და iPhone 8 Plus ძალიან ჰგავს მის წინამორბედს, iPhone 7-ს. პრეზენტაციამდე არსებობდა მოლოდინი, რომ ამ მოდელებს არ ექნებოდა Home Button, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
მიუხედავად წინა მოდელთან ვიზუალური მსგავსებისა, iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის უკანა ნაწილი მთლიანად შუშის კორპუსით იქნება დაფარული, დანარჩენი კი - ალუმინით. ახალი მოდელები სამ ფერში იქნება წარმოდგენილი - რუხი (Space Gray), ვერცხლისფერი (Silver) და ოქროსფერი (Gold). აღსანიშნავია, რომ შუშის კორპუსმა ტელეფონს სრულიად ახალი იერი და ხიბლი შესძინა.
ტექნიკური მახასიათებლები
შესაძლოა ახალი მოდელები ვიზუალურად გავს iPhone 7-ს, თუმცა ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, ის გაუმჯობესებული ვერსიაა. iPhone 8-ს ახალი 12-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, ხოლო iPhone 8 Plus-ს ასევე 12 მეგაპიქსელიანი, ორმაგი კამერა მოყვება. ამასთან, iPhone 8 Plus აღჭურვილია Portrait Mode და Portrait Lightining ფუნქციებით, რის დანაკლისსაც iPhone 8 განიცდის.
აღსანიშნია, რომ ორივე მოდელი კვლავ წყალ- და ნესტ-გამძლეა, რაც iPhone-სთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს.
ორივე ახალი მოდელი აღჭურვილია უსადენო დატენვის ფუნქციით. ამასთან, განსხვავდება დინამიკისა და მიკროფონის ჟღერადობაც. ორივე მოდელს წინა ვერსიებისგან განსხვავებით, 25%-ით აქვს გაუმჯობესებული ხმის სიხშირე და ხარისხი.
ახალი მოდელები აღჭურვილია სრულიად ახალი პროცესორით, რომელსაც კომპანიამ A11 Bionic დაარქვა. ახალი პროცესორი წინებისგან განსხვავებით 25%-ით უფრო სწრაფია. CPU ექვსბირთვიანია, რაც ტელეფონის მუშაობას უფრო ეფექტურსა და სწრაფს ხდის.
iPhone 8-ის ეკრანი 11,9 სმ (4,7 ინჩი), ხოლო iPhone 8 Plus-ის — 13,9 სმ (5,5 ინჩი) დიაგონალის იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება ტელეფონი საქართველოში, თუმცა iPhone 8-ის ოფიციალური ფასი აშშ-ში $699-დან იწყება, ხოლო iPhone 8 Plus — $799 ეღირება.
მიესალმეთ მომავალს - iPhone X
12 სექტემბრის პრეზენტაციის მთავარი მოვლენა iPhone X იყო (წარმოითქმის, როგორც "აიფონ ათი"). სრულიად ახალი დიზაინის მოდელი ყველა კომპონენტში გაუმჯობესებულია და აღემატება თავად iPhone 8-სა და iPhone 8 Plus-ს.
iPhone X სწორედ ის მოდელია, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. ამ ტელეფონს არ აქვს Home Button და მისი წინა კორპუსი მთლიანად ეკრანით არის დაფარული. კორპუსის უკანა მხარე, iPhone 8-ის მსგავსად, მასაც შუშის აქვს. ორ შუშის პანელს კი ერთმანეთთან უჟანგავი ფოლადის ზოლი აერთიანებს.
ტექნიკური მახასიათებლები
პირველად, iPhone-ის ისტორიაში, ტელეფონის ეკრანი OLED-ტექნოლოგიით არის დამზადებული. Super Retina Display - ასე უწოდა კომპანიამ ახალ ეკრანს, რომლის გაფართოებაც 1125x2436 იქნება. აქამდე ყველა iPhone LCD ეკრანით იყო აღჭურვილი, რომელიც ფერების ჩვენების მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა. კონტრასტულობის კუთხით, OLED-ტექნოლოგია LCD-ზე ბევრად წინ არის, იგი თითოეულ ფერს სიკაშკაშესა და აღქმადობას მატებს.
ვინაიდან iPhone X-ს აღარ აქვს Home button, ამ ღილაკის ზოგიერთი ფუნქცია გვერდითა ე.წ დაბლოკვის ღილაკმა შეიძინა. მაგალითად, Siri-ს გამოძახება ახლა გვერდითა ღილაკზე ოდნავ ხანგრძლივი დაჭერით არის შესაძლებელი.
iPhone X-ის პროცესორი, სხვა ახალი მოდელების მსგავსად, A11 Bionic იქნება. ამასთან, ეს მოდელიც წყალ და ნესტ გამძლეა.
ბევრი ჭორის მიუხედავად, Apple-მა ვერ მოახერხა თითის ანაბეჭდის სენსორის ეკრანის ქვეშ მოთავსება. მის უკანა მხარეს გადატანას კი, როგორც ჩანს, კომპანიამ სენსორის სრულად ამოღება არჩია და აუთენტიფიკაციისთვის ახალი მეთოდი - Face ID დაამატა. როგორც თითის ანაბეჭდის შემთხვევაში იყო, ტელეფონი ამჯერად თქვენს სახეს დაიმახსოვრებს. კომპანიის თქმით, სახის ამოცნობის ტექნოლოგია ძალიან ჭკვიანია და მისი "მოტყუება" არა თუ მფლობელის ფოტოთი, ჰოლივუდის პროფესიონალების მიერ დამზადებული ნიღბებითაც შეუძლებელი იქნება.
iPhone X-ის ეკრანის დიაგონალი 14,7 სმ (5,8 ინჩი) იქნება, რაც iPhone-ს ისტორიაში ყველაზე დიდია.
ამ მოდელის ოფიციალური ფასი აშშ-ში $999-დან დაიწყება. წინასწარ შეკვეთებს Apple ოქტომბრის ბოლოდან მიიღებს, ხოლო თავისუფალ გაყიდვაში ტელეფონი 3 ნოემბრიდან გამოვა.
უფრო დეტალურად სხვა მახასიათებლების შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ Apple-ის ოფიციალურ საიტზე.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები