დათო სიმონია 26 წლის თვითნასწავლი არტისტია, რომელსაც მოგზაურობა და საკუთარი შემოქმედების გასამდიდრებლად, ლამაზი ადგილების პოვნა ძალიან უყვარს.

ხელოვანის ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენა ხევსურეთის თვალუწვდენელი მთები გახლდათ, საიდანაც ყველა მიმართულებით არნახულად ლამაზი ხედები იშლება. ფოტოების გადაღების შემდეგ კი მან ულამაზესი პეიზაჟების ფონზე მისტიკური პერსონაჟების ილუსტრაციები შექმნა.

ქართველი არტისტის წარმოსახვაში კი საქართველოს ულამაზესი ბუნება ასე გამოიყურება:

1. ჩაუხა

2. ბუდელა

3. ატაბა

4. აფშოს საფშვინველი

5. ჩახუტება

6. შეთეკა

7. მათურა

ფოტო: Dato Simonia

როგორც ხედავთ დათოს მისტიკურ პერსონაჟებს უკვე სახელებიც კი აქვთ, ხელოვანის შემოქმედების შესახებ მეტის გასაგებად კი მის პირად გვერდს ეწვიეთ.