ყველაფერი, რაც ნიყვზე ვიცით - მოკლედ
ნიყვი, რომელსაც სხვანაირად სოკოწითელასაც უწოდებენ, ქუდიანი ნარინჯისფერი სოკოა, რომელიც წელს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ქართულ ფეისბუქზე. მიზეზი, რა თქმა უნდა ისაა, რომ ნიყვი ძალიან გემრიელია, მაგრამ რატომ აღმოაჩინა ყველამ ეს ფაქტი მაინცდამაინც წელს? არავინ იცის. ნიყვის სარეკლამო კამპანიაში ფული არავის დაუხარჯავს და ინფლუენსერებიც, ანუ ინტერნეტში გავლენიანი ადამიანები, სრულიად უანგაროდ ეწევიან მის პოპულარიზაციას. როგორც ჩანს, წელს უბრალოდ ეს საჭმელია ტრენდული (შარშან ფხალეულის წელი იყო) და თუ ნიყვის ტალღას გამორჩით, ამ სტატიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიიღებთ ინფორმაციას.
რა არის ნიყვი?
ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშროში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ნიყვს ასე ახასიათებს: "იმერეთს სოკონი მრავალნი სხვადასხვანი, გარნა ნიყვი არს, რომელი აღმოხდების სპეტაკის ბუდით, მერე გასქდების და არს სოკო ნარინჯი მას შინა, ფრიად გემოიანი“...
ნიყვს სხვანაირად კეისრის სოკოსაც უწოდებენ და ის მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება. მსოფლიოში უმსხვილესი სოკოს მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია Sylvan უკვე მრავალი წელია, ცდილობს ნიყვის ინდუსტრიულად წარმოებას, თუმცა ჯერჯერობით ამის მიღწევა ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო. საქართველოში ბუნებრივ გარემოში შეგროვებული ნიყვი იმდენად მცირე რაოდენობით არის სეზონურად, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ სწრაფად და მაღალ ფასში იყიდება. ასე რომ, თუ ნიყვს სადმე გადააწყდით, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. ერთი კილო ნიყვის ფასი 40-დან 50 ლარამდე მერყეობს. შესაძენად და გასასინჯად კი გირჩევთ, რიკოთის უღელტეხილზე შეჩერდეთ.
როგორ ამოვიცნოთ?
ნიყვი დასავლეთ საქართველოში, წიფლნარსა და მუხნარში იზრდება. მისი სეზონი ზაფხულიდან იწყება და სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. იზრდება ჯგუფურად, მაგრამ მას მატყუარა შხამიანი ასლებიც ჰყავს, ასე რომ, სიფრთხილე გმართებთ. მისი ახლო ნათესავია ფსიქოაქტიური წითელი შხამასოკო.
ნიყვს და მის შხამიან ორეულს მართლაც ბევრი ვერ არჩევს, მით უმეტეს, გადაბმული წვიმების შემდეგ. საქმე ისაა, რომ ორივე სოკო თეთრი პარკიდან ამოდის. ნიყვი ცენტრში ხევს ამ პარკს. შხამა სოკო კი ნაფლეთებად აქუცმაცებს და შედეგად, თეთრი ფიფქები აქვს ქუდზე. წვიმები კი ამ ფიფქებს სოკოს ქუდს აცილებს, რაც ნამდვილ თავსატეხს უჩენს სოკოს შემგროვებლებს. ამ შემთხვევაში სოკოს ფეხს უნდა დააკვირდეთ. ნიყვს ძირში თეთრი ბუდე შემორჩენილი, შხამას კი - არა.
როგორ მოვამზადოთ?
ფოტო: Shutterstock
ნიყვს იმდენად სახასიათო გემო აქვს, რომ საუკეთესო შედეგს მისი მინიმალური დამუშავებით, მაგალითად, კარაქში მოთუშვით მიიღებთ. შეგიძლიათ კეცზეც შეწვათ სულგუნთან ერთადაც.
ფოტო: Donnafugata
იტალიელები მას პასტასთან ერთად ჭამენ. თუ შეწვა არ გსურთ, შეგიძლიათ, დაამარილოთ. წყლის გამოშვების შემდეგ, მოასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, მოაყაროთ ცოტა პილპილი და მიირთვათ.
P.S. ყველაზე მეტად თეთრი ღვინოები უხდება.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები