10 ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, როცა ცნობილი ნახატი მოიპარეს
მსოფლიო ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა სახელოვანი მხატვრების ცნობილი ნახატები გალერეებიდან და მუზეუმებიდან მოუპარავთ. მართალია, ფერწერული ტილოების შთამბეჭდაობამ ხელოვნების ნებისმიერ მოყვარულს შეიძლება გაუჩინოს იმის სურვილი, რომ საკუთარი სახლის კედელი ცნობილი შედევრით დაამშვენოს, თუმცა ასეთი ძარცვების ყველაზე ხშირი მოტივატორი ნახატების ღირებულებაა: შავ ბაზარზე მძარცველები მათ ათეულობით მილიონ დოლარად ყიდიან.
ახლა სწორედ ასეთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევების შესახებ გიამბობთ:
1. ჰანს მემლინგის საშინელი სამსჯავრო
ისტორიაში შემონახული ხელოვნების ნიმუშის ქურდობა პირველად 1473 წელს ფიქსირდება, როცა პოლონელმა მეკობრეებმა ფლორენციიდან გერმანული წარმოშობის მხატვრის, ჰანს მემლინგის ნახატი მოიპარეს და პოლონეთში, ქალაქ გდანსკის ქალწული მარიამის სახელობის ტაძარში წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მხარე ნახატის დაბრუნებას კვლავაც ცდილობს, ეს ცნობილი ტრიპტიპი კვლავ გდანსკის ეროვნულ მუზეუმში ინახება.
2. რემბრანდტის ავტოპორტრეტი
2000 წელს სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმიდან ნახატების მოსაპარად მძარცველებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ავტომობილები ააფეთქეს, რათა პოლიციელების ყურადღება გადაეტანათ. სწორედ ამ გზით მათ მუზეუმიდან 37 მილიონ დოლარად შეფასებული რემბრანდტის ავტოპორტრეტი წაიღეს. მოგვიანებით, 2005 წელს ნახატი იპოვეს და უკან დააბრუნეს.
3. ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა
მეოცე საუკუნის დასაწყისში ლუვრში მომუშავე იტალიელი ვინჩენცო პერუჯა, რომელიც თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო, ფიქრობდა, რომ ლეონარდო და ვინჩის ეს შედევრი თავის სამშობლოს, იტალიას უნდა დაბრუნებოდა. ამის გამო 1911 წელს მან ნახატი მუზეუმიდან მოიპარა (ქურთუკში დამალა) და ორი წელი საკუთარ სახლში ინახავდა. ამ ფაქტის გამო ლუვრი ერთი კვირით დაიკეტა. საბედნიეროდ ნახატი 1913 წელს აღმოაჩენს და მუზეუმს დაუბრუნეს.
4. მოდილიანის ქალი მარაოთი
2010 წელს ადამიანი ობობას სახელით ცნობილმა ფრანგმა მძარცველმა პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან ხუთი ნახატი მოიპარა, მათ შორის ერთ-ერთი მოდილიანის შედევრი ქალი მარაოთი იყო. სასამართლოზე მძარცველმა განაცხადა, რომ ნახატები მხოლოდ იმის გამო მოიპარა, რომ ისინი მას ძალიან მოსწონდა, თუმცა გაქცევის დროს პანიკაში ჩავარდა და ისინი დაკარგა. მას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ნახატები კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
5. ედვარდ მუნკის კივილი
1994 წელს ნორვეგიის ეროვნულ მუზეუმში ოთხი მძარცველი შეიპარა და მუნკის ცნობილი ნახატი მოიპარა. ძარცვის შემდეგ მათ მუზეუმში ფურცელი დატოვეს ამ წარწერით: "მადლობა ასეთი ცუდი დაცვის სისტემისთვის". ნახატი 1996 წელს დაუბრუნდა მუზეუმს.
6. პოლ სეზანის ბიჭი წითელ ჟილეტში
2008 წელს ციურიხში ნიღბიანმა მძარცველებმა ხელოვნების ოთხი შედევრი მოიპარეს, რომელთაგან ერთ-ერთი პოლ სეზანის 91 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი იყო.
7. კარავაჯოს ქრისტეს შობა
1609 წელს შემქნილი იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი 1969 წელს ქალაქ პალერმოში მოიპარეს. ნახატი საკმაოდ დიდი მოცულობისაა — 268 x 197 სმ და ის ეკლესიის საკურთხევლის თავზე ეკიდა, თუმცა მისი ჩამოხსნა მაინც შეძლეს. ეს შემთხვევა ხელოვნების ნიმუშების ქურდობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია და მას დღემდე ეძებენ. 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატი ერთ-ერთმა მაფიოზური დაჯგუფების მეთაურმა, გაეტანო ბადალამენტიმ მოიპარა.
8. იან ვერმეერის კონცერტი
1990 წელს ბოსტონში მუზეუმიდან 13 ხელოვნების ნიმუში მოიპარეს, რომელთა საერთო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. მათ შორის იყო ნიდერლანდელი ფერმწერის, იან ვერმეერის კონცერტი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებულ დაკარგულ ნახატად ითვლება — მისი ღირებულება $250 მილიონია. ნახატის აღმოჩენასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დღემდე ჯილდოდ 10 მილიონი დოლარია დაწესებული.
9. პოლ სეზანის ოვერ-სიურ-უაზის ხედი
1999 წლის 31 დეკემბერს მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალი ათასწლეულის დაწყებას ელოდება, ოქსფორდში მძარცველები კი ფეიერვერკების გაშვებას ელოდნენ, რათა სეზანის ცნობილი ნახატი მოეპარათ და გამოუვიდათ კიდეც — ეშმოლის მუზეუმიდან კერძო კოლექციონერისთვის მისაყიდად ნახატი ახალი წლის ღამეს მოიპარეს.
10. გუსტავ კლიმტის ქალის პორტრეტი
1997 წელს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაჩენცას თანამედროვე ხელოვნების გალერეიდან სახელოვანი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნახატი მოიპარეს, რომელსაც ქალის პორტრეტის სახელით იცნობენ. ნახატი 23 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ რამდენიმე კვირის წინ მებაღეებმა სუროს გასუფთავებისას იმავე გალერეის კედელში მოულოდნელად არ აღმოაჩინეს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები