8 ხრიკი, რომელიც ორიგინალური ფოტოების გადაღებაში დაგეხმარებათ
ფოტოგრაფია საკუთარი თავისა და ხედვების გამოსახატად საუკეთესო გზაა. თუმცა, კარგი კადრის დასაჭერად მხოლოდ ხარისხიანი კამერა არ კმარა.
ამ სტატიაში 8 ხრიკს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით საინტერესო და ორიგინალური ფოტოების გადაღებას შეძლებ.
1. შეეცადე, კამერა უძრავად გეჭიროს
კამერის სწორად დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი კარგი ხარისხის ფოტოების გადაღება გინდა. თუ აპარატი მუდმივად მოძრავ მდგომარეობაშია, კამერას ფოკუსირება უჭირს, საბოლოოდ კი ფოტო დაბურული გამოდის. სწორედ ამიტომ, სჯობს, შენი გადამღები მოწყობილობა ორივე ხელში მჭიდროდ მოათავსო ან შტატივი გამოიყენო.
2. გამოიყენე "მესამედის წესი", რომ ფოტო სიმეტრიული გამოვიდეს
იმისათვის, რომ ფოტო მაქსიმალურად სიმეტრიული გამოვიდეს და კომპოზიციაც ჰარმონიული იყოს, ეს ხრიკი გამოიყენე: წარმოიდგინე ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ცხრა თანაბარი ზომის ოთხკუთხედს ქმნის. ზოგიერთი ფოტო იდეალური გამოდის თუ მთავარ ობიექტს ცენტრალურ კვადრატში მოაქცევთ, თუმცა, თუ ფოკუსს ცენტრისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, კვადრატების გადაკვეთის ადგილას გადაწევთ, ფოტო უფრო ესთეტიკური და სასიამოვნო აღსაქმელი იქნება.
3. შექმენი სიღრმის შეგრძნება
როცა ბუნების კადრებს იღებთ, სასურველია, ფოტოებზე სიღრმე იგრძნობოდეს, რაც დამთვალიერებელს აფიქრებინებს, რომ ამ სივრცეს ნამდვილად გაჰყურებს.
ლანდშაფტების გადაღებისას თუ გსურს, რომ კადრში მთლიანი ხედი ჩაატიო, ამისთვის სასურველია, ფართე კუთხის ლინზას გამოიყენო. გარდა ამისა, თუკი წინა პლანზე ადამიანი ან რაიმე სხვა ობიექტი იქნება, ფოტოს უფრო მეტად დაეტყობა, რამდენად შორეული სივრცეა მასზე აღბეჭდილი.
4. შეარჩიე ნაკლებად გადატვირთული ფონი
ამბობენ, ჭეშმარიტება სიმარტივეშიაო. ამიტომ, როდესაც პორტრეტის ფოტოს იღებ, უმჯობესია, უკანა ფონი მარტივი, ნაკლებად გადატვირთული იყოს. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტია თუ არჩევანს ნეიტრალურ ფერებსა და მსუბუქ ტექსტურებზე შეაჩერებთ. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, შენობების ან ჭრელა-ჭრულა ფონზე მთავარი ობიექტი, შესაძლოა, მთლიანად ჩაიკარგოს.
5. იცოდი, რომ პანორამის გადაღების დროს შეგიძლია, მიმართულება და კუთხე შეცვალო?
პანორამას ყველაზე ხშირად ჰორიზონტალური კადრისთვის იყენებენ, თუმცა, კამერის ამოტრიალებით ვერტიკალური ფოტოც შეგიძლია გადაიღო. ეს ხრიკი ძალიან გამოსადეგია თუ, მაგალითად, გინდა, ჩანჩქერი ან მაღალსართულიანი შენობა გადაიღო.
6. პორტრეტის გადასაღებად დაისი იდეალური დროა
ფოტო: Allef Vinicius / Unsplash
ფოტოს გადაღების დროს განათება ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პორტრეტს იღებ და გინდა, რომ ლამაზი და თბილი კადრი გამოვიდეს. ამისთვის დაისი იდეალური დროა. ასე რომ, როდესაც მზის ჩასვლამდე ერთი საათი იქნება დარჩენილი, ფოტოაპარატი მოიმარჯვე და გადაღებას შეუდექი.
7. გამადიდებელი ლინზა შეგიძლია წყლის წვეთით შეცვალო
ფოტო: Aaron Burden / Unsplash
მაკრო ლინზები ძალიან ძვირია, პატარა მწერების ან ყვავილების გადაღება კი სმარტფონით ნამდვილი განსაცდელია. სამწუხაროდ, კამერის მიახლოებით გადაღებული კადრი ხშირად არც თუ ისე კარგი ხარისხის გამოდის ხოლმე. შემდეგ ჯერზე, გირჩევ, სმარტფონის ლინზას წყალი ფრთხილად დააწვეთო. ამით არც შენს ტექნიკას შეექმნება საფრთხე და ფოტოც უფრო კარგი გამოვა.
8. პანორამის გადაღების დროს, “ტელეპორტაციის უნარი" გამოიყენე
ამ სახალისო ფოტოსესიის დროს ცოტა სირბილი და მეგობრის დახმარება დაგჭირდებათ. როგორც კი შენი მეგობარი ერთი კადრის გადაღებას დაასრულებს, მაშინვე მომდევნო ადგილას გადაინაცვლე და სხვა პოზა მიიღე. შეიძლება, ცოტა დაიღალო, მაგრამ საბოლოოდ ფოტო ძალიან ორიგინალური გამოვა.
თუ სტატიაში აღწერილი ხრიკები უკვე გამოიყენეთ და გსურთ, პროფესიონალებმა თქვენი ნამუშევრები შეაფასონ, გაუგზავნეთ ის CJC - სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბს ფეისბუქ გვერდის ან ჯგუფის მეშვეობით. ფოტოგრაფები სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებენ და თქვენი უნარების დახვეწაში დაგეხმარებიან.
CJC - სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი იმ ადამიანებზე ზრუნავს, ვისაც სურს, ფოტოგრაფია ხელმისაწვდომ ფასად და მარტივი პირობებით ისწავლოს. რაც მთავარია, მათ ახლა დისტანციური შემოქმედებითი ფოტოგრაფიის კურსი წამოიწყეს, რომელიც, თანაბრად საინტერესოა მათთვის, ვისაც აქვს ფოტოკამერა და მათთვისაც, ვინც ფოტოებს სმარტფონით იღებს. ასე რომ, მათი დახმარებით გაცილებით მეტს ისწავლით, ვიდრე უბრალოდ 8 ხრიკია.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები