ახლადგავრცელებულ ჩანაწერში მსოფლიოს ყველაზე დიდი ატომური ბომბის აფეთქება ჩანს
როსატომმა — რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კორპორაციამ — ცოტა ხნის წინ აქამდე უცნობი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც საბჭოთა კავშირის 1961 წლის ცარ-ბომბის ტესტირება ჩანს. ცარ-ბომბა წყალბადის ბომბია და ის ყველა დროის ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღია, რომელიც კაცობრიობას შეუქმნია და დაუტესტავს.
40-წუთიან დოკუმენტურ ფილმში — რომელიც რუსულადაა, თუმცა ინგლისური სუბტიტრებიც აქვს — ბომბის ინჟინერიისა და დიზაინის დეტალებზეა საუბარი. ცხადია, ვიდეოში ის მომენტიცაა, როდესაც 1961 წლის შემოდგომაზე რუსეთის ჩრდილოეთის სუსხიან სიღრმეებში ცარ-ბომბა ააფეთქეს.
დოკუმენტური ფილმი საბჭოთა პერიოდის პროპაგანდის სტილშია გადაღებული — სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბევრი გაბრაზებული კაცით, რომლებიც რუკებზე მიუთითებენ — და იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის 60 წლის წინ გადაიღეს, ჩანაწერი გასაოცრად ხარისხიანია. მისი სრულად ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ.
ცარ-ბომბა, რომელსაც ოფიციალურად АН602 ეწოდება, ითარგმნება, როგორც "ბომბების მეფე". მას ასევე ბევრი სხვა მეტსახელი და კოდური სახელი ჰქონია, მათ შორის "დიდი ივანი", "პროექტი 7000", JOE 111 და "კუზკას დედა" (რუსული გამოთქმა, რომელიც ბრუტალური გზით ჭკუის სწავლებას ნიშნავს). ბომბის სიმძლავრე 50 მეგატონაზე მეტს შეადგენდა, რაც ჩვეულებრივი ასაფეთქებელი საშუალებების 50 მილიონ ტონას უთანაბრდება. BBC Future-ის ცნობით, ეს 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს დახარჯული მთელი სამხედრო აღჭურვილობა, და 1 500-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბები ერთად. იხილეთ დოკუმენტური ფილმის ჩანაწერი:
1961 წლის 30 ოქტომბრის დილას ბომბი რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე ახალი მიწის არქიპელაგის კუნძულ ჩრდილოეთის კონცხზე ჩამოაგდეს. ბომბი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოუწიათ, ის თვითმფრინავიდან პარაშუტით ჩამოეგდოთ, რათა ეკიპაჟს აფეთქების არეალიდან გასასვლელად საკმარისი დრო ჰქონოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი არ არსებობდა იმის გარანტია, რომ ეკიპაჟი გადარჩებოდა.
თეთრი სინათლის უეცარი გაელვების შემდეგ ბომბმა 8 კილომეტრის სიგანის ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა, რაც საბოლოოდ 64 კილომეტრის სიმაღლის სოკოს ფორმის ღრუბლით დაგვირგვინდა.
"თვითმფრინავის ქვემოთ და შორს მდებარე ღრუბლები მძლავრმა გაელვებამ გაანათა. ლიუკის ქვეშ სინათლის ზღვა მიმოიფინა და ღრუბლებიც კი მანათობელი და გამჭვირვალე გახდა. ამ მომენტში ჩვენი თვითმფრინავი ღრუბლების ორ შრეს შორის გამოვიდა და ქვემოთ, ღიობში, გიგანტური მანათობელი ნარინჯისფერი ბურთი გამოჩნდა. ბურთი იუპიტერივით ძლევამოსილი და მედიდური იყო. ის ზემოთ მიიზლაზნებოდა, ნელა და მდუმარედ. ღრუბლების სქელი ფენა გაარღვია და კიდევ იზრდებოდა, გეგონება მთელი დედამიწის ჩაყლაპვა უნდაო. ფანტასტიკური, წარმოუდგენელი, ზებუნებრივი სანახაობა იყო.", — იხსენებს საბჭოელი ოპერატორი, რომელიც აფეთქებას შეესწრო.
დაუჯერებელია, მაგრამ ბომბი კუნძულის დასახლებული ქალაქიდან მხოლოდ 54 კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდეს. როგორც ცნობილია, ქალაქში არსებული ხისა და აგურის ყველა შენობა მყისიერად განადგურდა. დაშავებული ადამიანების რაოდენობა არასდროს გამხდარა ცნობილი. იმის ცნობაც კი არსებობს, რომ ნორვეგიასა და ფინეთში ფანჯრები ჩაილეწა.
ცარ-ბომბა გამოყენებისთვის ზედმეტად დიდი და არაპრაქტიკული იყო. მეტიც, აფეთქების გასაოცარი მასშტაბები ხშირად იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება, რის გამოც აშშ-მ და სსრკ-მ 1963 წელს ბირთვული ტესტირებების ნაწილობრივი აკრძალვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ, რომ ატმოსფეროში, კოსმოსსა და წყალქვეშ ატომური ბომბების ტესტირება უნდა შეწყვეტილიყო.
სამწუხაროდ, ეს შემაძრწუნებელი იარაღი ჯერ კიდევ არსებობს. 2019 წლის დასაწყისში მინიმუმ 13 865 ბირთვული ბომბი არსებობდა, რომელსაც ცხრა ქვეყანა ფლობდა: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები