პანდემიის ახალშობილები — როგორ მოქმედებს COVID-19 ბავშვის განვითარებაზე
2020 წლის დასაწყისის შემდეგ დაბადებული ბავშვები მხოლოდ პანდემიის საზღვრებში შეიცნობენ სამყაროს. შეიძლება, ისინი ჯერ არც კი შეხვედრიან ვინმეს, ვინც მათი მშობელი არ არის ან თავიანთი ბებია და ბაბუა მხოლოდ შორიდან უნახავთ. მათ, რა თქმა უნდა, არ ექნებოდათ სხვა ბავშვებთან ინტერაქციის ისეთივე შესაძლებლობა, როგორიც წინა წლებში დაბადებულ პატარებს ჰქონდათ.
რა გავლენას ახდენს პანდემიური ყოფა ბავშვებზე? მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრების აზრით, ახალშობილთა უმეტესობას წარმატებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი და გაურკვეველია, თუ რა გრძელვადიან შედეგებს გამოიღებს პანდემიური პირობები. ის კი ცხადია, რომ დაბადების შემდგომი პირველი თვეები და წლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
მასტიმულირებელი, მრავალფეროვანი და ინტერაქტიული გარემო ხელს უწყობს მეტყველების, შემეცნებისა და ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. გარემოს ზემოქმედებაზე ამგვარი დამოკიდებულება ტვინს გასაოცრად მოქნილს ხდის და ადაპტაციის უნარს ანიჭებს. მაგრამ აღნიშნული აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვილი არახელსაყრელი გარემოს უარყოფითი ზემოქმედების მიმართაც ძალზე მგრძნობიარეა.
კიდევ ერთი რამ, რაც დანამდვილებით ცნობილია, ისაა, რომ მშობლების სტრესი და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვების შემდგომ განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეს კი მათ მეტყველებაზე, კოგნიტურ განვითარებასა და ემოციურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას და თავად აყენებს მათ დეპრესიისა და შფოთვის რისკის წინაშე.
სამწუხაროდ, ჩვილების აღზრდაში დამხმარე სისტემებზე პანდემიამ სერიოზული გავლენა იქონია. ამასთან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე კრიზისულ სიტუაციებში, ამჯერადაც ყველაზე მეტად მოწყვლადები და დაუცველნი ბავშვები აღმოჩნდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ახალშობილები არიან ყველაზე მეტად დამოკიდებულნი სხვა ადამიანებსა და სახელმწიფო თუ კერძო სერვისების გამართულ მუშაობაზე.
გარდა ამისა, მკვეთრად შეიზღუდა მეგობრებისა და ოჯახების შესაძლებლობა, მოენახულებინათ ახლობლები. მეგობრების, ოჯახის, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პროფესიონალების სოციალური დახმარება, ჩვეულებრივ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამის მიზეზი არა მხოლოდ ისაა, რომ ჩვილებს მრავალფეროვნებით, სტიმულატორებითა და სწავლის შესაძლებლობებით ამარაგებს, არამედ იმის გამოც, რომ მშობლების კეთილდღეობას უწყობს ხელს, რაზეც პატარები ასე დამოკიდებულნი არიან.
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს ამ პირობებში შვილების დასახმარებლად? კვლევები გვეუბნება, რომ ოპტიმალური განვითარების გასაღები თამაშსა და სტიმულირებაშია, რაც აღმზრდელისა და ბავშვის ურთიერთინტერაქციით მიიღწევა.
მნიშვნელოვანია აჰყვეთ ბავშვს, როცა ის რაიმე საგნით დაინტერესდება — ხმამაღლა დაუსახელოთ ნივთები, ესაუბროთ, იცინოთ, იმღეროთ და წაუკითხოთ. ეს მარტივი და ფინანსური ხარჯის არმქონე აქტივობები ახალშობილებს სწავლასა და განვითარებაში ეხმარება მაშინაც კი, როცა გარე სამყარო სირთულეებითაა სავსე.
რისკის ქვეშ მყოფი ჩვილები
საკმაო მიზეზი არსებობს, რომ ასეთ რთულ დროს ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე ვღელავდეთ. და როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში ხდება ხოლმე, აქაც რისკები ყველას თანაბრად არ ეხება.
პანდემიის დროს დამხმარე სტრუქტურების ნაკლებობა, ეკონომიკური ზეწოლა და სამედიცინო და სოციალურ მუშაკებთან პროფესიონალური კონტაქტის მკვეთრი შემცირება თითქმის უეჭველად აყენებს ახალშობილთა დიდ რაოდენობას ზიანის რისკის ქვეშ — მათ შორის, არასათანადო მოპყრობის ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ რისკთა ქვეშაც კი.
ძალადობა ბავშვის განვითარებაზე ღრმა და ხანგრძლივ ნეგატიურ გავლენას ახდენს. ძალადობის შედეგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები, სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება. ნათელი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მოზრდილთა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების თითქმის ნახევარი ბავშვობაში არასათანადო მოპყრობას უკავშირდება.
ჩვეულებრივ დროს არასათანადო მოპყრობას ბავშვების დაახლოებით 12%-23% განიცდის, ხოლო ეკონომიკურად დაუცველ გარემოებებში ეს პროცენტული მაჩვენებელი საშუალოდ ხუთჯერ იზრდება.
ის, თუ როგორ იმოქმედა პანდემიამ ამ საკითხზე, გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ: 2020 წლის მარტში, როდესაც პანდემია დაიწყო, დიდ ბრიტანეთში 51,510 ბავშვი იყო ბავშვთა დაცვის გეგმიურ აღრიცხვაზე. პანდემიის დროს, 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე, ბრიტანულმა ხელისუფლებამ 300-ზე მეტი ისეთი ინციდენტი დააფიქსირა, რომელმაც ბავშვებისთვის ტრავმის მიყენება ან სიკვდილიც კი გამოიწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხუთჯერ დიდია. ამასთან, გაზრდილი წილის თითქმის 40% ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს მოიცავს.
საქართველოშიც ბოლო დროს ბავშვებზე ძალადობის არაერთი ფაქტი გამოაშკარავდა. თუმცა, შესაბამისი სტატისტიკის არარსებობის გამო, ამ შემთხვევათა პანდემიასთან კავშირში შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მაგრამ ის კი ფაქტია, რომ დღევანდელის მსგავს რთულ პერიოდებში პატარებზე გაორმაგებული ზრუნვა უკიდურესი მნიშვნელობისაა.
ბავშვებზე ზრუნვის ფორმა, რომელიც ყურადღების მიღმა გვრჩება
ახალშობილებს სჭირდებათ სტიმულირება, სოციალური კონტაქტი და ინტერაქტიული ზრუნვა. პანდემიის დროს ამ ყველაფერზე გავლენა მრავალმხრივ ხდება, თუმცა არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ აისახება აღნიშნული ბავშვებზე.
ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პანდემია ყველაზე პატარა ასაკის ბავშვებზე. კვლევის შედეგები პანდემიის დასრულების შემდეგ სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას მეტად საჭირო ინფორმაციით მოგვამარაგებს. თუმცა არ არის სახარბიელო, რომ ახლაც, პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა მომხდარმა ჩვილებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე.
ეს გარემოება ხაზს უსვამს მთავარ საკითხს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები საზოგადოებაში ყველაზე დაუცველებს შორის არიან და ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი ზრუნვასა და სტიმულირებაზე, მათ საჭიროებებს ხშირად უკანასკნელად ვამჩნევთ. პანდემიის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გადამოწმებული მონაცემების ქონა, რომელიც გვეტყვის, თუ როგორ დაზარალდნენ ჩვილები და რა სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს პანდემიამ მათზე მომდევნო წლებში. აშკარაა, რომ დადგა დრო, ამ უცნაურ დროში დაბადებული ყველა ბავშვის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა მეტი სიმძაფრით შევიგრძნოთ.
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
კომენტარები