"დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო წადი" — პოლიციელის თქმით, სამსახურიდან წასვლას მიზეზის ახსნის გარეშე სთხოვენ
შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ მას სამსახურიდან წასვლას სთხოვენ, ამის მიზეზს კი არ უხსნიან. მისი თქმით, დაიბარეს სამსახურში და უთხრეს, რომ დაწეროს პატაკი და ოჯახური პირობების მიზეზით დატოვოს სამსახური.
"ეს ადამიანები, დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ სამსახურში და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ახლა ორივე მათგანს და ვერცერთი ვერ მპასუხობს კითხვაზე, თუ რატომ უნდა წავიდე სამსახურიდან. არ შეუძლიათ, უბრალოდ, რომ კითხვაზე პასუხი გამცენ, თუ რატომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ამათ გონებაში და ამათ აზროვნებაში მეტი არაფერი არ დევს საერთოდ. წადი და მორჩა. შენს უკან ვინ დგას, რა დგას არ გეკითხებიან საერთოდ, რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენნი ხართ, რამდენ ადამიანს ინახავ, რამდენ ადამიანს არჩენ, ამათთვის სრულიად არანაირი აზრი არ აქვს. დაწერე პატაკი, ოჯახური პირობები გამო წადი. რას ჰქვია წადი, სამი შვილის მამა ვარ, ესენი შემინახავენ ოჯახს?", — ამბობს ის ფესბუქლაივში.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ჯოხაძე ამაზე საუბრობს, ოთახში მყოფი ორივე პირი დუმს.
თამაზ ჯოხაძე ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი მისი სიძის, გიორგი მეზვრიშვილისა და გახარიას გუნდის წევრის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახაბერ საბანაძის მეგობრობაა.
"ჩემი აზრით, ლოგიკური ვარაუდით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს, ერთადერთი ლოგიკური მიზეზი არის ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც იყო შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. მხოლოდ ამ მიზეზის გამო გამოუშვეს და ახლა უნდათ, რომ მეც იმის გამო გამიშვან სამსახურიდან, რომ გიორგი მეზვრიშვილი, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, არის ჩემი სიძე. ამას ჩემი ნებით ვერ მოესწრებიან, რომ მე წავალ სამსახურიდან ამის გულისთვის და თვითონ რაც უნდათ, ის გააკეთონ", — თქვა მან.
აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ თამაზ ჯოხაძესთან მისი შესაძლო დისციპლინური გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება და ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ.
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება. ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას", — ამბობენ უწყებაში.
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
კომენტარები