Topbar Banner Topbar Banner Topbar Banner

Midea-ს ბრენდის ჭურჭლის სარეცხი მანქანა ექსკლუზიურად გლობალ დისთრიბუშენისგან

Apr 29, 2024
Onoff რჩევები
Midea-ს ბრენდის ჭურჭლის სარეცხი მანქანა ექსკლუზიურად გლობალ დისთრიბუშენისგან

პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც ჭურჭლის საწმენდად წყლის წნევას იყენებდა, 1872 წელს ჟოზეფინა კოხრანმა შექმნა. დღემდე თანამედროვე დიასახლისების ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე სწორედ ჭურჭლის სარეცხი მანქანაა. დრო, ჩვენს ყოველდღიურობაში ყველაზე ძვირფასია, ტექნოლოგიები კი სწორედ ამ დროის დაზოგვაში გვეხმარებიან.

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ქალბატონებს ჭურჭლის რეცხვის სანაცვლოდ სხვა, მეტად პროდუქტიული და სასიამოვნო საქმეებით შეუძლიათ დაკავდნენ. ჭურჭლის სარეცხი მანქანა სწორედ, ამ დროის გამოთავისუფლებაში დაგეხმარებათ. 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალებით, წელიწადში დაახლოებით 8 000 ლიტრი წყლის ეკონომიის გაკეთებაა შესაძლებელი.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენამდე, რამდენიმე დეტალი უნდა განვსაზღვროთ, მაგალითად მანქანის ზომა, მოცულობა, ენერგომახმარების კლასი, რეჟიმების რაოდეონა და ა.შ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებისას აუცილებელია რამდენიმე წესი გავითვალისწინოთ.

midea

  • ჭურჭლის მოთავსებამდე, მოვაშოროთ ზემდეტი საკვები ნარჩენები
  • ეფექტური რეცხვისთვის, შერჩეული უნდა იყოს სპეციალური საწმენდი საშუალებები
  • უმჯობესია თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ მოვათავსებთ ისეთ ქვაბებს, ტაფებსა და სხვა ჭურჭელს, რომლებზეც მწარმოებელს არ აქვს მითითებული, რომ მათი რეცხვა რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შერჩევამდე, აუცილებელია ყურადღებით შევარჩიოთ ბრენდი, რომელიც ხშირად სწორედ ხარისხის განმსაზღვრელია. პირველად საქართველოში, Global Distribution • გლობალ დისთრიბუშენი გთავაზობთ Midea-ს ბრენდის ჭურჭლის სარეცხ მანქანებს. აღნიშნული ბრენდის სარეცხი მანქანების საშუალებით შესაძლებელია ჭურჭლის არა მხოლოდ რეცხვა, არამედ გაშრობა, გაპრიალება და მიკრობებისგან გაწმენდა.

Midea-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანების შეძენა Onoff.ge-დან არის შესაძლებელი. ვებ გვერდზე ლიბერთი ბანკის ონლაინ განვადებაც მოქმედებს.

არ დაგავიწყდეთ სასურველ ნივთს საქართველოს ნებისმიერ ადგილას უფასოდ მოგაწვდით.