თურქეთი,ალანია.1.12.2017წელი.

ეს არის მსხვილი ხმელთაშუაზღვისპირა ცენტრი თურქეთის სამხრეთში. იგი მდებარეობას დაახლოებით 150 კმ-ის მოშორებით ქალაქ ანტალიიდან და გაშენებულია ძირითადად ზღვისპირა კლდოვან სანაპიროზე.

antalya_map

ქალაქი დაუარსებიათ II საუკუნეში ძვ.წ. აღ-ით, როგორც მეკობრეებისაგან თავდასაცავი საიმედო, საპორტო ცენტრი. თავდაპირველად დაურქმევიათ კორაკესიონი. ძვ.წ. აღ-ით 67 წელს ცნობილ რომაელ სარდალს პომპეუსს დაუმარცხებია მეკობრეები და ქალაქიც რომისთვის დაუქვემდებარებია. ნავარაუდებია რომ შემდგომში ალანია ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას გადასცეს, რომლის დროსაც აქ გაჩაღდა ხომალდების მშენებლობა ფიჭვის ხე-მასალის გამოყენებით. ბიზანტიელებმა ქალაქს სახელი ისევ შეუცვალეს და მას კოლონორისი უწოდეს, რაც `ლამაზ მთებს ნიშნავს. ყველაზე მეტად კი განვითარებას ეს ადგილები სელჩუკებს უნდა უმადლოდეს, მას შემდეგ რაც სულთანმა ალი ედ დინ კეიკუბადმა განდევნა ბიზანტიელები და ქალაქი თავის ზამთრის რეზიდენციად აქცია. შეუცვალა სახელიც და ალაიე დაარქვა, ესე ერქვა ქალაქს 1935 წლამდე.

alanya

ამჟამად ალანია ერთერთი ულამაზესი და მიმზიდველი ადგილია დასვენებისთვის. აქ განლაგებულია თანამედროვე სასტუმროები, მოტელები, რესტორნები, კაფეები. ლამაზი ნავსადგური, თეთრი ქვიშით დაფარული სანაპირო, ლურჯი წყალი და მთები რომლებიც პირდაპირ ზღვაში ეშვება ქმნიან ულამაზეს გარემოს.

კურორტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ქვიშის პლაჟი კლეოპატრა (სიგრძე 3 კმ). აღმოსავლეთით კი კიდევ ერთი ქვიშის პლაჟი (8 კმ). ორივეგან ტურისტები სარგებლობენ ფართო არჩევანით და შეუძლიათ სასიამოვნოდ გაატარონ დრო, დაკავდნენ სხვადასხვა სახის წყლის სპორტით. საბანაო სეზონი აქ აპრილის დასასრულიდან ნოემბრის შუამდე გრძელდება, სეზონის დროს კი ქალაქში დუღს ღამის ცხოვრება, სხვადასხვა სახის გასართობით და ფართო არჩევანით.

Map_Alanya

ღირშესანიშნაობები:

ციხესიმაგრე (ფორტრეს კალე — Fortress Kale)

განლაგებულია ქალაქის ცენტრში, კლდოვან ნაპირზე 117 მ სიმაღლეზე. აუშენებიათ ბიზანტიელებს V საუკუნეში, XII ში კი გაუფართოებიათ და გაუმაგრებიათ, სწორედ აქ იყო სელჩუკთა რეზიდენცია. მას გარს უვლის ძლიერი კედლების წრე. შიგნით კი შემორჩენილია წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XII ს), მოხატული ფრესკებით. ციხის კედლების უკან მდებარეობს: ძველი სახლები, ქარვასლა, სასახლე, მეჩეთი და სულთანის საფლავი. ციხესიმაგრიდან ულამაზესი ხედი იშლება ზღვაზე და ქალაქზე.

castle

ყიზილყულეს კოშკი (კიზილკულე — Kizilkule)

ეს კოშკი აუშენებიათ 1226 წელს, 35 მ სიმაღლისააა და რვა წახნაგი აქვს. იგი ააშენეს ნავსადგომის დასაცავად. 1951 წელს კი რესტავრაცია ჩაუტარდა და აქ განთავსდა მცირე ეთნოგრაფიული მუზეუმი.

Kizilkule

მღვიმეები (მაგარაში — Magarasi)

ალანიასთან ზღვის სანაპირო ზოლში ბევრი მღვიმეებია, რომლებსაც წარსულში მეკობრეები განძის დასამალად იყენებდნენ. სწორედ ამიტომ ბევრ მათგანს შემორჩა მაშინდელი სახელი. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ მოხვედრა მხოლოდ ზღვის მხრიდანაა შესაძლებელი. ყველაზე ცნობილია დალმატაში. აქ არსებული სტალაქტიტები და სტალაგმიტები საოცარ გარემოს ქმნიან. ტემპერატურა +22-23°ჩ ია, ნესტიანობა 90-98 %. ცნობილი მღვიმეებია: კიზლარი, აშიკლარი (შეყვარებულთა მღვიმე) და ფოსფორის.

Magarasi

 

ტერსანეს ნავსადგური (ტერსანე — Tersane )

იგი აშენებულია 1227 წელს, კლდოვან ნაპირთან ახლოს. იქ სადაც ზღვის სიღრმე 40 მ მდეა, ამ უბეში უცხო თვალისგან მოშორებით შესაძლებელია მთელი ფლოტის დამალვა. ამის გამო სამართლიანად ითვლებოდა მთელი სამხრეთის საიმედო საზღვაო ფორპოსტად. აქამდე მისვლა ქალაქიდან სასეირნო ნავებითაა შესაძლებელი.

Tersane

Tersane,Night

Leave a comment