უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. აეროპორტის დასახლებაში ახალდაქორწინებული წყვილი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ვერსიით, ია გვიჩიანი და ბესო ბარათელი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ. როგორც ირკვევა, წყვილი ერთი თვის წინ დაქორწინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.