ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 ორსული მკურნალობს. მათგან ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ნაწილის კი საშუალო სიმძიმისაა.