ქართველი მოჭადრაკოს ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე გაფრინდაშვილის წერილი წაიკითხეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონი მადლობას უხდის ქართველ და ამერიკელ ადვოკატებს გაწეული სამსახურისათვის.
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე,- ვკითხულობთ წერილში.
როგორც ადვოკატებმა მედიასთან საუბარში აღნიშნეს, ვირჯინია ფილიფსმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საქმის შეწყვეტასათან დაკავშირებით და ამით სასამართლომ ნეთფლიქსი საჭადრაკო დაფასთან დასცა. ცნობისთვის, კალიფორნიის სასამართლომ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამერიკული კინოკომპანია ქართველი მოჭადრაკის მიერ შეტანილი სარჩელის გაუქმებას ითხოვდა.
Netflix ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.