საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ანდრეი კასიანოვმა განმარტა, უკრაინის საელჩო ქართველი მაღალჩინოსნების განცხადებებზე კომენტარებს არ აკეთებს და მათი მთავარი ამოცანა საქართველოსთან პარტნიორობის განვითარებაა.