ახალთექური ცხენის სამშობლო თურქმენეთია და ის ადგილობრივების სიამაყეა. ცხენის ეს ჯიში საოცრად ამტანი, სწრაფი და გონიერია. იგი ერთ-ერთი ყველაზე ადრე გამოყვანილი სახეობაა, რომელიც გამოირჩევა გრაციოზულობით, იშვიათი თივთიკით და ღია შეფერილობის თვალებით.მას ჩინეთში "ზეციურ ცხენს" ეძახიან. დღეს მსოფლიოში ახალთექური ცხენის 1 256 ინდივიდია შემორჩენილი.მეცნიერების კვლევების შედეგად, ცხენის საოცარი თივთიკის ბზინვარება ცილების დამსახურებაა, რომელიც ბეწვის შემადგენლობაშია. ახალთექური ცხენის თითქმის ყველა ინდივიდი ღია ფერის თვალებით იბადება, თუმცა მისი თივთიკი შესაძლოა იყოს ყავისფერი, შავი, ნაცრისფერი და კრემისფერი. ახალთექური ერთ-ერთი ძვირადღირებული ცხენია მსოფლიოში.