ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლის საჭმელში პენტობარბიტალი აღმოაჩინეს, რომელსაც ევთანაზიის დროს იყენებენ. აშშ-ის საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს ცნობით, ეს პრეპარატი კომპანია Smucker-ის სხვადასხვა პროდუქციაში აღმოჩნდა.
ამის გამო კომპანიამ 2016 წლიდან გამოშვებული პროდუქციის ამოღება და ასევე საკუთარი გამოძიებუს ჩატარება გადაწყვიტა.პენტობარბიტალს ვეტერინარიაში როგორც დამამშვიდებელ საშუალებად, ასევე ევთანაზიისთვის იყენებენ. ამერიკის ზოგიერთ შტატში მას იმ პატიმრებსაც უკეთებენ, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.