"თითოეული ფიფქი უნიკალურია და მათი რაოდენობა უსასრულოა" - ამის შესახებ ბავშვობიდან ნებისმიერმა ჩვენგანმა იცის. მაგრამ ამერიკელი ფიზიკოსი ჯონ ნელსონი ასეთი მარტივი პასუხით არ დაკმაყოფილდა და გადაწყვიტა მსოფლიოში ფიფქების მაქსიმალური სავარაუდო რაოდენობა დაეთვალა. მისი კვლევის შედეგები ჟურნალ Popular Mechanics-ში გამოქვეყნდა. მეცნიერული მიდგომის შედეგად ნელსონმა დაასკვნა, რომ მსოფლიოში ფიფქების მაქსიმალურ სავარაუდო რაოდენობას ასახავს ციფრი, რომელშიც ერთიანს 768 ნული მოსდევს.