„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია.
მისივე განმარტებით, მათი პოზიცია უცვლელია, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია „ენკას" ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ. მისი თქმით, ზოგადად დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რადგან ამ დროის განმავლობაში „რიონის ხეობის მცვლების" დარბევა ხუთჯერ მოხდა. შესაბამისად, გოლეთიანის თქმით, შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდეს ზოგადად.
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათის შესასვლელთან დგანან, იმ ტერიტორიასთან, სადაც განლაგებულია ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას" ერთ-ერთი საწყობი.