loader

ბრაზილიაში ტურისტებმა უცხოპლანეტელები გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიაში ტურისტებმა უცხოპლანეტელები გადაიღეს


ამაზონის ჯუნგლებში ტურისტებმა სამოყვარულო კამერით უცხოპლანეტელები გადაიღეს. ამის შესახებ ცნობილმა უფოლოგმა, NASA-ს ყოფილმა თანამშრომელმა მაიკლ კოენმა განაცხადა.

ვიდეოჩანაწერი, რომლიც კოენს ჩაუვარდა ხელში, მონტაჟი არ არის. ჩანაწერს გამოცემების - Тhe Daily Mail-სა და The Sun-ის ინტერნეტ-საიტები ავრცელებენ.

უფოლოგის თქმით, ვიდეოჩანაწერი მას ორმა ბრიტანელმა ტურისტმა გადასცა, რომლებიც ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში, მამაუსის დასახლებაში იმყოფებოდნენ.

ვიდეორგოლის ავტორები სამახსოვროდ ადგილობრივ ბავშვებს იღებდნენ, უცხოპლანეტელების იქ არსებობის შესახებ კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მოგვიანებით მათ კადრში უცნაური ფიგურა შენიშნეს, მის სიახლოვეს კი ნათება.

"უცხოპლანეტელები დაბალი სიმაღლის, რუხი ფერის არსებები არიან, დიდი თავებითა და თვალებით, ჩვეულებრივ, მათ სწორედ ასე გამოსახავენ. ნათებას ალბათ გადაადგილების საშუალება გამოსცემდა, რომლითაც უცხოპლანეტელები ჯუნგლებში ჩავიდნენ", - ამბობს მკვლევარი.

კოენს, რომელსაც ანომალიური მოვლენების შინაარსის საკუთარი საიტი აქვს, მიაჩნია, რომ უცხოპლანეტელი ჯუნგლებში შემთხვევით არ გამოჩენილა - მისი ვარაუდით, მიმდებარე ტერიტორიაზე უცხოპლანეტელების ბაზაა.

ბრაზილიის მთავრობა ამ ანომალური მოვლენების გამოძიებას ცდილობს.

წყარო
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე