loader

შერის ქალიშვილი საცოლეს დაშორდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შერის ქალიშვილი საცოლეს დაშორდა

42 წლის ჩეზ ბონომ, რომელიც ქალად დაიბადა, სამი წლის წინ სქესი შეიცვალა და კაცად გადაიქცა. რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მან თავის რჩეულს ჯენიფერ ელიასს ხელი სთხოვა. თუმცა წყვილის საოცნებო სიყვარულის ამბავი სულ მალე დასრულდა. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა.

ჩეზ ბონოს წარმომადგენელმა, ჰოვარდ ბრეგმანმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა: "ჩეზისა და ჯენიფერის წყვილი აღარ არსებობს, თუმცა მათ კვლავინდებურად ძალიან უყვართ ერთმანეთი."

წყვილი 1999 წლიდან ხვდება ერთმანეთს და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში დაქორწინებასაც აპირებდა.

"რამდენიმე დღის წინ გადაჭრით ვიტყოდი, რომ ქორწილი სულ მალე გაიმართება. მაგრამ ახლა იძულებული ვარ, ვაღიარო, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთვრდა. მიუხედავად იმისა, რომ მე შევიცვალე, ჯენიფერმა უარმყო. მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ჯენი დაბრუნდება", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩეზმა... თუ ჩესტიტმა.