loader

კაცს, რომელმაც ორსული ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაცს, რომელმაც ორსული ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, გოგა გზირიშვილის სასჯელის ვადა ცნობილია, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ორსულ ქალს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. კაცი მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.