loader

"წურბელა შენა ხარ, გოგო და ტკიპაც" - ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წურბელა შენა ხარ, გოგო და ტკიპაც" - ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

სხდომის დაწყებისთანავე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ბიუჯეტი გააპროტესტა, რომელიც პირუტყვის უკონტროლო გადაადგილების აღკვეთას ემსახურება.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 90 000 ლარს შეადგენს.

ნიკოლეიშვილის თქმით, მაშინ, როცა ოზურგეთში ათასობით სოციალურად დაუცველია და საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, ბიუჯეტის თანხები არამიზნობრივად იხარჯება.