loader

SOS! გაფრთხილება მშობლებს! ბავშვის სავარაუდო გატაცების კიდევ ერთი მცდელობა - "უცნობმა მამაკაცმა ბავშვს უთხრა, დედაშენმა გამომგზავნაო და ტკბილეული შესთავაზა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

SOS! გაფრთხილება მშობლებს! ბავშვის სავარაუდო გატაცების კიდევ ერთი მცდელობა - "უცნობმა მამაკაცმა ბავშვს უთხრა, დედაშენმა გამომგზავნაო და ტკბილეული შესთავაზა"

მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 10 წლის გოგოს მოტაცებას ცდილობდნენ. ამის შესაებ გოგონას ბიძამ "მთავარ არხს" განუცხადა. მისი თქმით, ბავშვი სკოლიდან შესვენებაზე მარკეტში გავიდა, რა დროსაც შუახნის მამაკაცმა, რომელიც ავტომობილში იჯდა, ბავშვს ტკბილეული შესთავაზა და უთხრა, რომ დედის ახლობელი იყო და სახლში წასვლა შესთავაზა.

"სამშაბათს სოფელ წერეთელში ჩემი დისშვილის გატაცების მცდელობა იყო. ჩემმა დამ დღეს მითხრა, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენც ახლა მოვედით პოლიციაში, რომ ამ საქმეს მიეხედოს. პოლიცია კი გვეუბნება, რომ კერძო ობიექტების კამერების შემოწმების უფლება არ აქვთ. როგორ არ აქვთ უფლება, აქ ბავშვის მოტაცებას ცდილობდნენ. 10 წლის ბავშვი რომ მოეტაცებინათ, რა იქნებოდა? უპასუხისმგებლოდ რატომ იქცევა?

ფაქტი ასე მომხდარა - ჩემი დისშვილი მარკეტში მივიდა რაღაცის საყიდლად, ამ დროს ერთი უცნობი პირი "ფორდის" მარკის ავტომობილით მიუახლოვდა და უთქვამს, დედაშენმა ტკბილეული გამოგიგზავნა, მოდი აიღეო. თან ქართულად ლაპარაკობდა ეს პირი. მაგრამ ბავშვს შეეშინდა და გაიქცა. ასეთი ამბავი პირველად არ ხდება. მასწავლებელმა გვითხრა, რომ ეს უკვე მესამე ფაქტია და თქვენ პირველები არ ხართო. გვინდა, რომ პოლიციამ გამოიძიოს ეს საქმე და არ მოიქცეს გულგრილად", - ამბობს 10 წლის ბავშვის ბიძა ჰემზე რუსტამოვი.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.