loader

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერლების ოცეულს ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერლების ოცეულს ლიდერობს

ჟურნალმა Los Angeles Weekly-მ მუსიკის სამყაროს ყველა დროის ყველაზე სექსუალური წარმომადგენლების ტოპ-ოცეული გამოაქვეყნა. "ცხელ ოცეულში" ის მომღერლები მოხვდნენ, რომელთაც პოპულარობის პიკს ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიაღწიეს.

რეიტინგის ლიდერი 35 წლის კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოცეკვავე შაკირაა. ოცეულში ასევე მოხვდნენ: ბრიტნი სპირსი, ბიონსე, ავრილ ლავინი, შირლი მენსონი, მადონა, ჯენიფერ ლოპესი, (იგი შარშან მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების ტოპ-თხუთმეტს ლიდერობდა) ასევე ტეილორ სვიფტი, კორტნი ლავი და 80-იანი წლების ვარსკვლავი სამანტა ფოქსი.

ახალი ვარსკვლავებიდან რეიტინგში მოხვდნენ დები ჰარი ( ჯგუფი Blondie-ის ლიდერი, 70-იანი წლების მომღერალი და მსახიობი), ნიკო, სტივი ნიკსი და გრეის ჯონსი.

გაურკვეველი მიზეზების გამო, რეიტინგის ავტორებმა მომღერალი რიანა ტოპ-ოცეულში არ შეიყვანეს. რიანა შარშან ოქტომბერში ჟურნალმა Esquire-მა დედამიწაზე ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე