loader

"ფედერაციაში უნდა გამოფხიზლდნენ" - კახა კალაძე კობიაშვილის ნაკრებიდან წასვლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფედერაციაში უნდა გამოფხიზლდნენ" - კახა კალაძე კობიაშვილის ნაკრებიდან წასვლაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ლევან კობიაშვილის მიერ საქართველოს ნაკრების დატოვების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კობიაშვილის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის და ფეხბურთის ფედერაცია უნდა გამოფხიზლდეს.

"ვფიქრობ, ფედერაციაში უნდა გამოფხიზლდნენ, რადგან ჩვენ არ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ემსახურებოდნენ ქვეყანას, საქართველოს ნაკრებს და არაერთი სიხარული მოუტანიათ ქართველი გულშემატკივრებისთვის, ასე არ უნდა ტოვებდნენ საქართველოს ნაკრებს", - აღნიშნა კალაძემ.

ლევან კობიაშვილის მიერ საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. (იხ. ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს)

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია