loader

"დილა მშვიდობისა" - თურქი მსახიობი მერიემ უზერლი ქართულად მოგვესალმა! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა მშვიდობისა" - თურქი მსახიობი მერიემ უზერლი ქართულად მოგვესალმა!

მერიემ უზერლი გერმანელ-თურქი მსახიობია. მან სამსახიობო კარიერა გერმანიაში დაიწყო, სადაც 3 წელი მოღვაწეობდა, შემდეგ კი თურქეთში გააგრძელა. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლია ჰიურემ სულთანის როლი სერიალში "დიდებული საუკუნე", სადაც ის 8 თვის მანძილზე მიმდინარე ქასთინგის შედეგად აირჩიეს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მერიემი საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში ჩამოვიდა დასასვენებლად.

მან დღეს დილით "ინსტაგრამის" "სთორიზე" ვიდეო ატვირთა, სადაც ქართულად გვისურვებს მშვიდობიან დილას.