რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად მელირების შემდეგ

0
3221

ახალი წელის შესანიშნავი მიზეზია საკუთარი გარეგნობის შესაცვლელად. მაგალითად, ვიღაც ახალ უჩვეულო ვარცხნილობას ირჩევს, ზოგს კი იმის გაგება მოუნდება როგორ გაიკეთოს თმის მელირება. რატომაც არა?! ეს უკანასკნელი პროცედურა თავის აქტუალობას უკვე რამდენიმე წელია არ კარგავს.

მელირების გაკეთების გადაწყვეტა ერთი საქმეა, თმის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება კი – მეორე. ამასთან დაკავშირებით ქალებს ხშირად აქვთ პრობლემები. მათ ხომ არ იციან როგორ უნდა გააკეთონ ეს. თუმცა ეს პრობლემა არ არის! დღეს მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოუაროთ თმას მელირების შემდეგ.

Photo credit: Depositphotos

როგორ გავიკეთოთ თმის მელირება

ქალბატნებს ხშირად აქვთ იმის იმედი, რომ მელირების გაკეთების შემდეგ თმის მოვლის პროცედურების დავწყება გრძელი ვადით შეუძლიათ, თუმცა სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საკუთარი დალალების სილამაზეს მუდმივად უნდა შეუწყოთ ხელი. სწორედ რეგულარულ მოვლაზეა დამოკიდებული ის თუ რამდენად კარგად გამოიყურება მელირება.

პირველი რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ – თმის ტონირებაა. ეს პროცედურა აუცილებელია მელირების ფერის სიცოცხლისა და სიმკვეთრის შენარჩუნებისთვის. საქმე იმაშია რომ მელირების დროს თმა უფერულდება და საკუთარ პიგმენტს კარგავს, მას კი სტილისტი თქვენთვის ასურველი ფერის ხელოვნური პიგმენტით ანაცვლებს.

მაგალითად მუქი თმები ქერა ფერში გადაჰყავთ. თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ თმის სრულად გაუფერულება საჭირო არ არის. შედეგად მას უბრალოდ გააფუჭებთ.

საიდან მოდის გაუჯერებელი სიყვითლე? ყველაფერი ძალიან მარტივია! ყოველი თმის სტრუქტურაში ე.წ. გაბნეული პიგმენტი რჩება და იმისთვის, რომ ის მოაშოროთ დროდადრო თმის ტონირებაა საჭირო.

გარდა ამისა ტონირება გაუფერულებული თმის კარგ მდგომარეობას შეგინარჩუნებთ. უნდა გესმოდეთ, რომ თავად პროცედურა თმას აცარიელებს და აზიანებს.

რამდენად ხშირად უნდა მოვახდინოთ თმის ტონირება

იმისთვის, რომ ვარცხნილობა მვლილი და მოწესრიგებული იყოს თმის ტონირება თვეში მასიმუმ ერთხელ უნდა მოხდეს. ამისთვის სპეციალური საღებავები არსებობს. ამ დროს ოქსიდის დაბალი პროცენტი უნდა გამოიყენოთ. იდეალური შედეგი გექნებათ თუ საღებავსა და ოქსიდს ერთი და იმავე ფირმისას შეიძენთ.

მლირების “ვარგისიანობის ვადა” მისი შესრულების ტექნიკასა და ოსტატის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი ერთი პროცედურა 2-3 თვეა საკმარისი. იმისთვის, რომ ფერის გაჯერებულობა შევინარჩუნოთ სპეციალისტები თმის ნიღბებისა და პიგმენტირებული შამპუნების გამოყენებას გვირჩევენ.

Paparazzi-ს რედაქციისგან

თუ დიდი ხანია ფიქრობთ იმაზე, რომ თმის მელირება გაიკეთოთ, დროა თქვენს ოსტატთან გაიაროთ კონსულტაცია. მასთა ერთად შეძლებთ პროცედურის ვარიანტები გაიაროთ და ის აუცილებლად გირჩევთ რომელია თქვენთვის უმჯობესი. გარდა ამისა, მხოლოდ გამოცდილ პარიკმახერს შეუძლია რომელი ფერია თქვენი თმისთვის უფრო მისაღებ და რატომ.