Audrey Hepburn – ოდრი ჰეპბერნი

24 Jun

ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში 1929 წლის 4 მაისს. ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა შთამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო.

ოდრი ამბობდა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან. მისი აზრით, ქალის სილამაზე არც მის ტანსაცმელში და არც ვარცხნილობაში იმალება, ამ სილამაზის დანახვა მხოლოდ მის თვალებში შეგვიძლია, რადგან ეს ერთადერთი გზაა მისი გულისაკენ, იმ ადგილისაკენ, სადაც სიყვარული სუფევს.

 ოდრის რჩევა ქალბატონებისათვის მხოლოდ 3 რამით შემოიფარგლებოდა: ლამაზი თვალებისთვის ყოველთვის უნდა ვეძებოთ სხვებში კარგი, ლამაზი ტუჩებისთვის უნდა ვისაუბროთ კარგზე, ხოლო ლამაზი თმისთვის კი აუცილებელია მივცეთ ბავშვებს უფლება შეეხონ და მოეფერონ ჩვენს თმას. ამის შემდეგ თქვენ ნამდვილად იქნებით როგორც გარეგნულად, ასევე სულიერად ლამაზი, ოდრის მსგავსად…

დრი  ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილი სტილით. ის ნამდვილად იყო მოდის აიქონი. საზოგადოებას იგი მუდამ ემახსოვრება, როგორც კარგი ადამიანი და არა როგორც მსახიობი, რომელსაც არც თუ ისე ბევრი როლი ჰქონდა.

Leave a comment