ნაზაფლექსი ცხვირის სპრეი 18მლ N1 | Nasalflex Nasal Spray 18ML N1

გენერიკი: Mometasone/მომეტაზონი
Availability:

ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის


გთხოვთ წაიკითხოთ ყურადღებით !

    1. შეკვეთიის განხორციელებისთვის დაამატეთ სასურველი რაოდენობის პროდუქტი კალათაში და მიჰყევით შეკვეთის პროცესს.
    2. ფარმაკოს საშუალებით შეგიძლიათ გამოიწეროთ მედიკამენტები და თავის მოვლის საშუალებები 20-70% უფრო ნაკლებ ფასად
    3. მედიკამენტები და თავის მოვლის საშუალებები იგზავნება საერთაშორისო დისტრიბუტორებისგან. (თურქეთი, ევროპა)
    4. მომხმარებლამდე ტრანსპორტირების სავარაუდო ვადა გახლავთ 4 კვირიდან 6 კვირამდე
    5. ფარმაკოს მიზანია გახადოს მედიკამენტები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის 😊❤️

გენერიკი
ქვეყანა
მწარმოებელი
ფორმა
ჩამოტანის დრო
4 - 8 კვირა

ეს პრეპარატი გაიცემა რეცეპტით

კლასიფიკაციის N: 132

კომბინაცია ალერგიული რინიტისთვის

ნაზაფლექსი® ნაზალური სპრეი

შემადგენლობა

ყოველი 1 მლ შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: მომეტაზონის ფუროატი (ევროპის ფარმაკოპეა) – 0.5 მგ
აზელასტინის ჰიდროქლორიდი (ბრიტანეთის ფარმაკოპეა) – 1.4 მგ

არააქტიური ინგრედიენტი(კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (კფ)- 0.2მგ
სხვა არააქტიური ინგრედიენტები: გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმი, სორბიტოლის ხსნარი, ნატრიუმის ციტრატის ჰიდრატი, ლიმონმჟავას ჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, გასუფთავებული წყალი, ცივი პიტნა #F-P396, თაუმატინი, პოლისორბატი 80
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გაუმჭვირვალე სუსპენზია ნაზალური სპრეის ხსნარი ერთდოზიან გაუმჭვირვალე პლასტმასის კონტეინერში.

ჩვენება: წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და ზემოთ: დღეში ორჯერ, ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში. (ერთი შესხურება უზრუნველყოფს 100 მგ-ს სუსპენზიის სახით, რომელიც შეიცავს 0.05 მგ მომეტაზონის ფუროატს და 0.14 მგ აზელასტინის ჰიდროქლორიდს. საერთო სადღეღამისო დოზა არის მომეტაზონის ფუროატი 0.2 მგ და აზელასტინის ჰიდროქლორიდი 0.56 მგ.)

როგორ გამოიყენება ნაზაფლექსი® ნაზალური სპრეი
მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღწევად უარყოფითი რეაქციების რისკის შემცირებით, მნიშვნელოვანია სათანადო დოზის გამოყენება და მკურნალობის დაწყებამდე სათანადო ინფორმაციის მიღება დოზისა და მიღების და გამოყენების წესის შესახებ.

პირველად გამოყენებისას აუცილებელია შემოწმდეს, რომ ხსნარის გამოსხურება კარგად ხდება. დაიჭირეთ ბოთლი ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 2, დააჭირეთ ტუმბოს საჩვენებელი და შუა თითებით დაახლოებით 10-ჯერ იმისათვის, რომ შეამოწმოთ ხსნარის გასხურება ხდება თუ არა ერთგვაროვანი სახით, თუ ის არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე მეტია და სატესტო გამოსხურებების სახით და ორჯერ გამოუშვით სატესტოდ. თუ გამოსხურება არ ხდება კარგად, გაწმინდეთ ბუნიკის თავი წყლით და გაშრობის შემდეგ გამოიყენეთ. გამოყენების წინ ყოველთვის კარგად შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული სურათის და პროცედურის მიხედვით.

1. კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი და გახსენით იისფერი თავსახური.

2. ცხვირის მოწმენდის შემდეგ, დახარეთ თავი, ერთი ნესტო თითით დახურეთ და დაიჭირეთ კონტეინერი ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 2 (კონტეინერი დაიჭირეთ ცერა თითით და ხელის გულით და ტუმბოს დააჭირეთ საჩვენებელი და შუა თითები), ბუნიკის თავი შეიყვანეთ ღრმად მეორე ნესტოში, რომელიც დახურული არ არის და გამოასხურეთ ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 3. ტუმბოს დააჭირეთ ერთჯერ კარგად გასხურებისას.

*ცხვირში პირდაპირი შესხურების თავიდან ასაცილებლად, მარჯვენა ხელით შეისხურეთ მარცხენა ნესტოში და მარცხენა ხელით მარჯვენა ნესტოში.

3. შესხურების შემდეგ მსუბუქად შეისუნთქეთ ცხვირიდან და ამოისუნთქეთ პირიდან.

4. შეისხურეთ იგივენაირად მეორე ნესტოში, რომელიც დახურული იყო, მსუბუქად შეისუნთქეთ ცხვირიდან და ამოისუნთქეთ პირიდან.

5. დაბოლოს, დაახურეთ იისფერი თავსახური.

კონტეინერის სისუფთავის დაცვა
ნაზაფლექსის ნაზალური სპრეის კარგად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია მისი სისუფთავის დაცვა კონტეინერის პერიოდულად გაწმენდის გზით. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ბუნიკის თავის ხვრელის გახვრეტა.

1. გახსენით იისფერი თავსახური, ოდნავ აწიეთ თეთრი ბუნიკი ზემოთ და მოაცილეთ ბუნიკი (სურათი 4).

2. გაწმინდეთ იისფერი თავსახური და ბუნიკი ონკანის ცივი წყლით, განსაკუთრებით ბუნიკის თავი, მოწმინდეთ სისველე და გაამშრალეთ.

3. ტუმბო ჩადგით ისევ ბუნიკში, დაახურეთ იისფერი თავსახური და შეინახეთ.

4. გამოყენების წინ გამოასხურეთ ისე, როგორც სატესტო აქტივირებისას, რათა შეამოწმოთ, რომ ხსნარი გამოდის ერთგვაროვნად.

სიფრთხილის ზომები

1. არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.

1) ამ პრეპარატის და ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

2) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცხვირის ლორწოვანი გარსის არანამკურნალები ლოკალიზებული ინფექცია.

3) ჭრილობის განკურნებაზე კორტიკოსტეროიდების ინჰიბიტორული ეფექტის გათვალისწინებით, იმ პაციენტებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ ცხვირის ოპერაცია ან რომლებსაც აქვთ ცხვირის დაავადება, არ შეიძლება ნაზალური კორტიკოსტეროიდის გამოყენება განკურნებამდე.

4) ორსულ ან მეძუძურ ქალებში.

5) 6 წლის და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებში.

2. გამოიჩინეთ სიფრთხილე შემდეგ პაციენტებში გამოყენებისას.

1) იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან არააქტიური ტუბერკულოზური ინფექცია ან არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული, სისტემური ვირუსული ინფექციები ან თვალის მარტივი ჰერპესი.

3. უარყოფითი მოვლენები

1) ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების აზელასტინის ჰიდროქლორიდთან დაკავშირებით განვითარებული უარყოფითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ.

(1) შეიძლება განვითარდეს აქტივირებით გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ეპისტაქსი და გაღიზიანება (ჩხვლეტა, ქავილი, ცემინება, სხვ.).

(2) შეიძლება განვითარდეს მწარე გემო არასასურველი წესით აქტივირების შედეგად და იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა.

(3) სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტები

გამოწერის ინსტრუქცია