რჩევები

ბავშვის საშიშროების ნიშნები და რჩევები – 1-12 თვე

ბავშვის საშიშროების ნიშნები და რჩევები - 1-12 თვე

ერთი თვის ასაკისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს:

* თავის მობრუნება ლოყასთან ან პირთან მიტანილი ხელისკენ;
* ორივე ხელის მიტანა პირთან;
* ნაცნობი ხმების გაგონებაზე თავის მიბრუნება;
* ძუძუს წოვა და დედის მკერდზე ხელით შეხება;

რჩევები მშობლებს და მომვლელებს:

* დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში აუცილებელია ახალშობილს მიეცეს დედის რძე;
* აუცილებლად ხელით დაიჭირეთ ბავშვის თავი მისი ხელში აყვანისას (ვინაიდან თვითონ დაჭერა არ შეუძლია);
* ხშირად მოეფერეთ, იყავით ალერსიანი, მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ;
* ხშირად კვებეთ ძუძუთი მოთხოვნილებისამებრ დღისით და ღამით;
* შეძლებისდაგვარად ხშირად ესაუბრეთ, წაუკითხეთ და უმღერეთ;
* მიიყვანეთ ჩვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ პირველივე კვირაში;

საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

* ძუძუს წოვის გაძნელება ან წოვაზე უარი;
* კიდურების მოძრაობის გაიშვიათება;
* სუსტი რეაქცია ან რეაქციის არარსებობა ხმამაღალ ხმაზე ან მკვეთრ შუქზე;
* ხანგრძლივად და უმიზეზოდ ტირილი:
* ღებინება და დიარეა (ფაღარათი), რაც იწვევს გაუწყლოებას (დეჰიდრატაციას).

ექვსი თვის ასაკისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს:

* თავისა და მკერდის აწევა ზურგზე წოლის დროს;
* დაკიდებულ სათამაშოზე ხელით შეხება;
* საგნებზე ხელის ტაცება და თამაში;
* მოძრავი საგნების ყურება;
* ორივე მხარეს გადაბრუნება;
* სხვისი დახმარებით დაჯდომა;
* ნივთების ხელის შეხებითა და პირში ჩადებით შესწავლა, ბგერისა და სახის გამომეტყველების მიბაძვა;
* რეაგირება საკუთარ სახელზე და ნაცნობი სახეების დანახვაზე;

რჩევებს დედებს და მომვლელებს:

* დააწვინეთ ბავშვი სუფთა, სწორ, უსაფრთხო ზედაპირზე, რათა მან შეძლოს თავისუფლად მოძრაობა და ნივთამდე მიღწევა;
* დამატებითი კვების დაწყებიდან გამოყავთ ბავშვისათვის საკუთარი თეფში და ფინჯანი;
* წამოსწიეთ ან დაიჭირეთ ბავშვი ისეთ პოზიციაში, რომ შეძლოს იმის დანახვა, რაც ხდება ირგვლივ;
* გააგრძელეთ ბავშვის ძუძუტი კვება მოთხოვნიებისამებრ დღისით და ღამიღ და დაიწყეთ სხვა საკვების დამატება (დღეში ორი კვება 6-8 თვის ასაკში, ხოლო 3-4 კვება დღეში 8-12 თვის ასაკში);

საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

* კიდურების დაჭიმულობა, მოძრაობის შეზღუდვა;
* თავის მუდმივი მოძრაობა ( ეს შეიძლება მიანიშნებდეს ყურის ინფექციაზე, რაც თუ დროულად არ უმკურნალებთ, შეიძლება სიყრუის მიზეზი გახდეს);
* სუსტი რეაქცია ან მისი არარსებობა ნაცნობ სახეებზე ან ძუძუზე;
* უარი ძუძუზე ან სხვა საკვებზე.

12 თვის ასაკისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს:

* ჯდომა დამოუკიდებლად;
* ცოცვა მუხლებსა და ხელებზე დაყრდნობით და წამოდგომა;
* ნაბიჯების გადადგმა საყრდენის დახმარებით;
* სიტყვების, ბგერების მიბაძვის მცდელობა და მარტივ თხოვნაზე რეაგირება;
* თამაში და ტაშის დაკვრა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს;
* ბგერების და ჟესტიკულაციის გამეორება ყურადღების მისაქცევად;
* ნივთების ხელში აღება ორი თითით (ცერა და საჩვენებელი თითებებით);
* 12 თვის ბავშვი იწყებს ნივთების დაჭერას (მაგ : კოვზი და ფინჯანი) და ცდილობს, დამოუკიდებლად ჭამოს.

რჩევები დედებს და მომვლელებს:

* აჩვენეთ საგანი და წარმოთქვით მისი სახელი, ხშირად ესაუბრეთ და ეთამაშეთ ბავშვებს;
* თუ ბავშვი ნელი ტემპით ვითარდება ან ფიზიკური ნაკლი აქვს, ყურადღება გაამახვილეთ მის უნარ-ჩვევებზე და გააძლიერეთ მასზე ზრუნვა და მასთან ურთიერთობა;
* ხანგრძლივად ნუ დატოვებთ ბავშვს ერთ მდგომარეობაში;
* შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო უბედური შემთხვევისა და ტრავმების თავიდან ასაცილებლად;
* გააგრძელეთ ძუძუთი კვება, იქონიეთ ბავშვისთვის საკმარისი და მრავალფეროვანი საკვები;
* დაეხმარეთ ბავშვს კოვზით ჭამაში;
* ჩაუტარეთ ბავშვს აცრების სრული კურსი და მიეცით ვიტამინების დანამატები ექიმის რეკომენდაციით.

საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს

* ბავშვი არ გამოთქვამს ბგერებს და არ რეაგირებს სხვების საუბარზე;
* გულგრილია გარემოს მიმართ და არ აქვს რეაქცია მომვლელის დანახვისას;
* არ აქვს მადა ან უარს ამბობს საჭმელზე.

წყარო – https://www.imediclinic.com/tema/-1-12

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *