ხოტორა


ზაფხულია ცხელა, ცხელა,
ბუღი ასდის ქალაქს;
და დედიკომ ჩვენი გელა
წაუყვანა დალაქს.

მაკრატელი აღუღუნდა:
კრიჭი, კრიჭი, კრიჭი
და ხოტორა დაგვიბრუნდა
თმაქოჩორა ბიჭი.

დასცინიან რეზო, გია,
ამშვიდებენ დები:
- შემოდგომით ამოგივა
უკეთესი თმები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი