პოლარული ღამეები

გაპარსული პუდელი :/ იანვარი 3, 2010

ესეც ჩვენი 2010 წელი :) გილოცავთ ყველას ახალ წელს!! ჩვენთან ყველაფერმა ძალიან ჩვეულებრივად და არაჩევულებრივად ჩაიარა.. საჭმელები, სასმელები, სტუმრები, მაშხალები,ნებივრობა, გართობა… მოკლედ რომ ვთქვათ ეს 11 დღე ძალიან უსაქმურად და ნებივრობაში გავატარე, რაც უკვე თითქმის მომბეზრდა და ერთი სული მაქვს ხვალინდელი, ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი დღე როდის მოვა.

გაპარსულ პუდელს რაც ეხება, მათ ვინც არ იციან, საუბარი მაქვს ჩემს ცუგაზე რომელის შემლამაზება უკვე მერამდენეჯერ ვცადე.  დღესაც ასე (ალბათ უსაქმურობის ბრალია) ავდექი და დავუწყე გაკრეჭვა. ბოლოს რეზულტატი გაპტკვნილი რაღაც შემომრჩა ხელში, მეთვითონ ძლივს ვიცანი რა ცხოველი იყო :( ძაღლებს ღმერთი რომ ყავდეთ, ნამდილად დამსჯიდა ამ საქმისთვის. მოკლედ გადავწყვიტე რომ რახან ძალიან მიყვარს ჩემი პუდელი და მინდა რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს ორი გამოსავალი მაქვს. 1. ვიხადო ყოველ თვეში ერთხელ 500 კრონი მისი შელამაზებისთვის 2. გავიარო კურსები (ძაღლის თმის შეჭრის კურსები)  ..  იდეაში მეორე უფრო მომწონს. მითუმეტეს მალე, სადღაც ერთ თვეში ემმას ლეკვებს ველოდებით და  ერთი პუდლის მაგივრად რამოდენიმე მეყოლება გასაკრეჭი :/

ემმას კრეჭვის დროს :))

შემდეგ :/