ლიტერატურული კონკურსი - „სასიყვარულო ბარათი“ ლიტერატურული კონკურსი - „სასიყვარულო ბარათი“ />


  11:22:48     03-04-2012

ლიტერატურული კონკურსი - „სასიყვარულო ბარათი“

a16711.jpg

Litklubi.ge და ს.ს.ი.პ. „ქალაქ ბათუმის #10 საჯარო სკოლის“ „ლიტერატურული კლუბი“ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს - „სასიყვარულო ბარათი“.

15 აპრილს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ჟანრში - მინიატურა (ჩანახატი).

კონკურსი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონკურსში მონაწილეთა ასაკი განსაზღვრულია: 11-იდან 18 წლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2012 წლის 10 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ 1 (ერთი) საკონკურსო ნაწარმოები სპეციალურ აპლიკანტთან ერთად (აპლიკანტის გადმოწერა შეგიძლიათ http://litklubi.ge/afisha/3125-konkursi-miniaturashi-sasiyvarulo-barati.html) –

გადმოწერეთ შეავსეთ და გამოაგზავნეთ აპლიკანტი

ბათუმის სკოლების რესურსცენტრში (მის: გუდიაშვილის #4)

ან გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე [email protected]

ან დარეგისტრირდით და განათავსეთ ჩვენ საიტზე კატეგორიაში „საკონკურსო“ (დაწვრილებით იხილეთ საიტზე www.litklubi.ge >> აფიშა >> ლიტკლუბის კონკურსი „სასიყვარულო ბარათი“),

სადაც ნაწარმოებთან ერთად უნდა მიუთითოთ:

1. სახელი, გვარი:
2. დაბადების თარიღი:
3. მუნიციპალიტეტი / ქალაქი / სოფელი:
4. სასწავლებელი:
5. კლასი:
6. მობილური ტელეფონის ნომერი:
7. ელ-ფოსტის მისამართი:

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსზე არ მიიღება:

სხვა კონკურსში გამარჯვებული ან ნომინირებული ნაწარმოები;

რელიგიური პროპაგანდის შემცველი ნაწარმოები;

უცენზურო ლექსიკის მქონე ნაწარმოები;

საავტორო უფლებების დამრღვევი ნაწარმოები.


ნაწარმოები უნდა იყოს შესრულებული:

ენა: ქართული

ჟანრი: მინიატურა

თემატიკა: სასიყვარულო

ნაბეჭდი: Sylfaen შრიფტით – ზომა 12

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური რედაქტორთა ჯგუფი
+ საიტ Litklubi.ge-ს სიმპატია.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2012 წლის 15 აპრილს, ინფორმაცია განთავსდება Litklubi.ge-ს აფიშა-ში.

საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები:

1 – 100 ლარიანი წიგნების ვაუჩერი

2 – 80 ლარიანი წიგნების ვაუჩერი

3 – 70 ლარიანი წიგნების ვაუჩერი

4 Litklubi.ge-ს სიმპატია – 50 ლარიანი წიგნების ვაუჩერი

საუკეთესო ნაწარმოებები დაიბეჭდება „ლიტერატურული კლუბის“ საიბილეო ჟურნალში.

----

საკონტაქტო ინფორმაცია:

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: www.litklubi.ge-ს ადმინისტრაციას

საკონტაქტო პირი: გიორგი გაბაიძე

მისამართი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის #66

მობილური: 593 51 98 51

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.litklubi.ge

FACEBOOK.com/pages/ლიტერატურული-კლუბი/20382469297922

0

ავტორი: