გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა

  00:40:09     18-04-2014

ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გაბრიელ გარსია მარკესი, მეხიკოში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშეითედ პრესი" ავრცელებს. მწერალი ნათესავების და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

გასულ კვირას ის მეხიკოს კლინიკიდან გამოწერეს, ხოლო შემდეგ სახლში აგრძელებდა მკურნალობას.

გაბრიელ გარსია მარკესი 1960–იანი წელების ლათინოამერიკელი ლიტერატურული ფენომენის გამორჩეული ფიგურაა. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად რომანი "მარტოობის ასი წელი" ითვლება.