კევინ კოსტნერის ახალი როლი კევინ კოსტნერის ახალი როლი />


  11:01:52     23-02-2011

კევინ კოსტნერის ახალი როლი

a3753.jpg

კევინ კოსტნერი ზაკ სნაიდერის ფილმ „სუპერმენში“ მიიწვიეს. ამის შესახებ „დედლაინ“ იუწყება. კოსტნერმა ახალ კინოსურათში ერთერთი მთავარი როლი უნდა ითამაშოს.

 

ამ დროისათვის ფილმში მონაწილე მსახიობებიდან მხოლოდ მთავარი როლის შემრულებელია ცნობილი. როლზე უკვე დაამტკიცეს სერიალ „ტიუდორების“ მსახიობი ჰენრი კევილი.

 

პროექტის ბიუჯეტი 175 მილიონი დოლარია. ფილმის გამოსვლა 2012 წლის დეკემბერში იგეგმება. ახალი სურათი ცნობილი თემის ხელახლა ეკრანიზების კიდევ ერთი მცდელობა იქნება. 2006 წელს ეკრანებზე გამოვიდა „სუპერმენის დაბრუნება,“ რომლის სიუჟეტიც 270 მილიონ დოლარს შეადგენდა.

 

ამ დროისათვის ზაკ სნაიდერი სხვა სხვა ფილმზე მუშაობასაც ასრულებს. ახალი ფილმის გადაღებების დაწყების ზუსტი დრო კი ჯერ ცნობილი არ არის.

0

ავტორი: