ისპანახის ფხალი

  10:45:53     21-04-2011

მასალა: ისპანახი – 1 კილოგრამი, ზეთი – ნახევარი ჩაის ჭიქა, ხახვი – 3 თავი, მარილი და ქინძი – გემოვნებით.

 

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და ჩავდოთ ცივ წყალში. გავაჩეროთ ერთ საათს. გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი და ვხარშოთ 10 წუთს. წყალი გადავწუროთ, ისპანახი გავწუროთ და დავკეპოთ. მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შევურიოთ დაკეპილ ისპანახს. შევაზავოთ მარილით და ქინძით.