რუსთავში 18 მოსწავლე ბანკეტის დროს დიზინტერიით დაავადდა რუსთავში 18 მოსწავლე ბანკეტის დროს დიზინტერიით დაავადდა />


  18:16:59     20-06-2016

რუსთავში 18 მოსწავლე ბანკეტის დროს დიზინტერიით დაავადდა

a53798.jpg

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ქალაქის #24 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, 24-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ბანკეტი ჰქონდათ და სწორედ სუფრაზე მირთმეული საკვებისგან მოზარდები დეზინტერიით დაავადდნენ.

"ინფექციურ განყოფილებაში პაციენტების ნაწლავური ინფექციის სკრინინგით შემოსვლა სამი დღის წინ დაიწყო. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება 13 ივნისს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გადახდილ ბანკეტს. ბავშვები, რომლებიც შემოვიდნენ, არიან ერთი სკოლიდან. ყველა ერთად იმყოფებოდა ერთ რესტორანში, სადაც მოხდა მრავალფეროვანი საკვების მიღება. ძირითადად პაციენტები შემოდიოდნენ მაღალი ტემპერატურით, მუცლის ტკივილით და გახშირებული ნაწლავთა მოქმედებით, თითქმის ყველას მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, მძიმე შემთხვევა არ გვქონია. დაიწყო მათი ინტენსიური მკურნალობა, მოხდა ბაქტერიოლოგიური დასკვნის დადება, რომ ეს დაავადება გამოწვეული იყო დეზინტერიის ჩხირით. შვიდი პაციენტი გაეწერა, 11 კვლავ სტაციონარში რჩება“, - აცხადებს საავადმყოფოს წამომადგენელი.

0

ავტორი: