BBC: მითი  და  რეალობა მარტოობის შესახებ BBC: მითი და რეალობა მარტოობის შესახებ />


  12:22:06     16-02-2018

BBC: მითი და რეალობა მარტოობის შესახებ

a76113.jpg

მარტოობა თანამედროვეობის ეპიდემიდ განიხილება. რას იწვევს ეს პროცესი და რამდენად შეესაბამება გავრცელებულ აზრებს, ამასთანდ დაკავშირებით BBC-ი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედგებს წარმოგვიდგენს.

მითები და რეალობა მარტოობის შესახებ.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ჩვენ გვეუფლება განცდა, რომ სრულიად მარტო ვართ, ეს ხშირ შემთხვევაში შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვების დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ.მარტობა, იგივე საკუთარი თავის იზოლირება, ხშირ შემთხვევაში ადამიანთა ფსიქოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებს.

ზოგჯერ გვინდება, რომ მარტო ვიყოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა გაკვეული მიზეზების გამო არ გვაქვს ხოლმე.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთში ჩატარდა, გვიჩვნებს იმ ადამიანთა პროცენტულ რაოდენობას, რომლებიც უმეტესად თავს მარტოდ გრძნობენ. როგორც აღმოჩნდა, მარტოობას ძირითადად ხანდაზმული ადამიანები განიცდიან.

[I=2] მარტოობა მტკივნეულია, მაგრამ სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ეს ხშირად დროებითია, ამიტომ ეს პროცესი მთლიანად უარყოფითად არ უნდა შევაფასოთ.ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ ჩვენ შევხვდეთ ახალ მეგობრებს, ან გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ძველ ნაცნობებთან.

მიუხედავად იმისა, რომ მარტოობა, როგორც წესი დროებითია, მართალია, რომ როდესაც ეს ქრონიკული ხდება, შედეგები შეიძლება საკმოდ სერიოზული იყოს. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მარტოობა ჩვენს კეთილდღეობაზე დიდი გავლენას ახდენს, ასევე მოქმედებს ძილის ხარისხზე და იწვევს ხასიათის ცვალებადობას.

მარტოობამ შესაძლოა, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში,მაგალითად, კვლევების მიმოხილვამ დაადგინა, რომ შეიძლება გაიზარდოს გულის დაავადების და ინსულტის რისკი, მარტოხელა ადამიანებს აქვთ მაღალი წნევა.

თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ მარტოობა ზოგჯერ ავდმყოფობას ნიშნავს, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ საკითხის მეორე მხარეც, ხალხი შეიძლება იზოლირებული და მარტოხელა გახდეს, რადგან მათ უკვე აქვთ ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სოციალიზაციისგან წყვეტს. 0

ავტორი: