პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი: ქალიშვილობა მორალურ-გენეტიკური სისუფთავის მდგომარეობაა პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი: ქალიშვილობა მორალურ-გენეტიკური სისუფთავის მდგომარეობაა />


  11:45:41     04-07-2018

პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი: ქალიშვილობა მორალურ-გენეტიკური სისუფთავის მდგომარეობაა

a80536.jpg

საქართველოში ინტეგრალური მედიცინის დამფუძნებელი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი საზოგადოებრივ პორტალთან საუბრობს როგორია მრავალ პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის მქონე გოგონების სულიერი მდგომარეობა და შეუძლია თუ არა ასეთ შემთხვევაში  ბავშვის ბიოლოგიური მამას, ჩათვალოს შვილი თავის გენეტიკურ შთამომავლად.

„გოგონებს, რომლებიც ადრეულ , 12-14 წლის ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას,  ჯანმრთელი შვილების გაჩენის ნაკლები შანსი აქვთ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იმ გოგონას გენეტიკური აპარატი, რომელსაც  სქესობრივი კავშირი ბევრ პარტნიორთან ჰქონდა,  იღებს ინფორმაციას ყველა მასთან მყოფი მამაკაცისგან.  ასეთი მომავალი დედის ორგანიზმში ხვდება ე.წ. „გენეტიკური ნაგავი“, რაც ე. წ. ტელეგონიის ეფექტით არის განპირობებული.  მისი ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, იქნება არასრულფასოვანი, შედარებით იმ გოგონების ბავშვებთან, რომლებსაც ჰყავთ ერთი პარტნიორი.

აქვე აღსანიშნავია, რომ მრავალ პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის მქონე გოგონების უმრავლესობის სულიერი მდგომარეობა არ არის ჯანსაღი, მშვიდი და სტაბილური. ხშირ შემთხვევაში, პირველი პარტნიორი მამაკაცი გადასცემს თავისი ნიშან-თვისებების ნაწილს ქალის ყველა შვილს, გაჩენილს სხვა პარტნიორებიდანაც. ეს კარგად იციან მათ, ვინც ახორციელებს ცხენების, ძაღლების და მტრედების მოშენებას.

მამაკაცების დიდ ნაწილს სურს, რომ ცოლი შეირთოს ქალიშვილი. ქალიშვილი გოგონა ყოველთვის სავსეა სულიერი და გენეტიკური სისუფთავით. მამაკაცი თუ დაქორწინდება არაქალიშვილ გოგონაზე, დიდია ალბათობა, რომ მათი შვილების გენომში იქნება სხვა მამაკაცების ინფორმაციაც. დედის ორსულობამდე ქალიშვილობა შვილების გენეტიკური სისუფთავის წინაპირობაა. დედამ თავის შვილებს შეიძლება გადასცეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც ჰქონდათ მის გათხოვებამდე არსებულ სქესობრივ პარტნიორებს. მაგალითად: ტოქსიკომანია, ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი, ფსიქიური არამდგრადობა და სხვა.

ტელეგონიის კონცეფციიდან გამომდინარე, ქალიშვილობა მორალურ-გენეტიკური სისუფთავის მდგომარეობაა. რაც უფრო მეტი სქესობრივი კავშირი ჰქონდა ქალს სხვადასხვა პარტნიორთან, მით მეტად იქნება მისი ქრომოსომული ჯაჭვი გაბიდნული და ამის შედეგად მცირდება იმის შანსი, რომ თავის მეუღლეს გაუჩენს მისთვის გენეტიკურად ახლობელ შვილს.

თუ ქალს გათხოვებამდე ჰქონდა სქესობრივი კავშირები სხვა მამაკაცებთან, მაშინ მის შთამომავლობას შეიძლება ჰქონდეს ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც არ აქვს მის მეუღლეს და არ ჰქონია ქალს ქალწულობის დაკარგვამდე.
0

ავტორი: