„თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში გეების მიმართ ყველაზე მეგობრული ქალაქია“ - ცნობილი გამოცემა გეი ტურისტებისათვის საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს „თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში გეების მიმართ ყველაზე მეგობრული ქალაქია“ - ცნობილი გამოცემა გეი ტურისტებისათვის საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს />


  12:40:11     07-02-2020

„თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში გეების მიმართ ყველაზე მეგობრული ქალაქია“ - ცნობილი გამოცემა გეი ტურისტებისათვის საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

a96190.jpg

გამოცემა nomadicboys.com თბილისის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაცია გეი წყვილებისა და გეი თავგადასავლების მოყვარული ტურისტებისათვისაა განკუთვნილი. სტატიის ავტორი სტეფან არსესტისი დაწვრილებით მიმოიხილავს გეი ტურისტების მიმართ მეგობრულად განწყობილ ადგილებს, ზოგად სიტუაციას, სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს, ღამის კლუბებს და ასე შემდეგ. 

ავტორის თქმით, ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, მაღალი დონის ღამის კლუბებია, მაგრამ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო, იქ შესვლა გამკაცრებულია. 

„მოგზაურების უმრავლესობას, როგორც გეებს, ისე ჰეტეროსექსუალებს,  თბილისი ძალიან უყვარდებათ. ქალაქის ნაწილი ძველი არქიტექტურაა. აქ ძალიან აქტიური ადგილობრივი ლგბტ საზოგადოებაა, რომელიც ყოველ წუთს იზრდება. ამასთან, თბილისი ძალიან იაფი ქალაქია, რაც ბევრ ემიგრანტს იზიდავს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში საინვესტიციო ბაზას. იმისათვის რომ გაეცნოთ თბილისის ცხოვრებას, წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ადგილობრივ ბიჭთან, გიორგისთან,“ - წერს ავტორი.

„ჩვენ თბილისში ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავედით და მალე შეგვიყვარდა ის. შევკრიბეთ ჩვენი მეგზური ადგილობრივი გეები, რომლებსაც გზაში შევხდით, რათა მათგან მეტი ინფორმაცია მიგვეღო. ბარსელონასთან, ბერლინთან და ამსტერდამთან შედარებით, თბილისში გეებს ნაკლებად ემეგობრებიან, მაგრამ დანარჩენ აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით - პირიქით. საქართველოში ჰომოფობიას ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის კონსერვატიული გავლენა განაპირობებს.

ასევე, ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით იმით, რომ თბილისი გაცილებით ლიბერალური და პროგრესულია, ქვეყნის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით, გეი-წყვილებთან დამოკიდებულებით. აქ იზრდება გეი-კლუბების რაოდენობა, რომელიც ყველაზე დიდია კავკასიაში და სულ უფრო და უფრო მატულობს სასტუმროების რაოდენობა, რომელიც ლგბტ მოგზაურებს იზიდავს. მაგალითად, ჩვენ რუმინეთში, ბუქარესტში, სასტუმროში მივიღეთ პასუხი, რომ გარშემო ბავშვებია და არ არის სასურველი „მიუღებელი მოქმედებები“ მათი სასტუმროს ტერიტორიაზე. ეს ჩვეულებრივი პასუხია აღმოსავლეთ ევროპაში.

თბილისის სასტუმროებში, იგივე ბუქარესტისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა სასტუმროებში. „ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ყველანაირ დისკრიმინაციას გაეცემა პასუხი,“ - გვპასუხობდნენ თბილისის სასტუმროებში. 

გაითვალისწინეთ, რომ თბილისი ძალიან კონსერვატიული ქვეყნის ნაწილია. იმისათვის, რომ გაიგოთ უფრო მეტი ლგბტ ბრძოლაზე საქართველოში, ნახეთ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ.“

თბილისში ოფიციალური გეი კვარტლები არ არის, გეი-ბარების უმრავლესობა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და ძველი თბილისის რაიონშია განთავსებული. ეს ადგილებია სწორედ ლგბტ თემის წარმომადგენლებისათვის პოპულარული ადგილები.

თბილისში არის სახელგანთქმული კლუბი ბასიანი, სადაც ყოველ შაბათ საღამოს მიმდინარეობს კავკასიაში ყველაზე მსხვილი გეი-კლუბი სახელწოდებით,  Horoom Nights. ეს შესანიშნავი ღამეა, რომელიც არ გამოტოვოთ.

ამის შემდეგ, ავტორი თბილისის სასტუმროებს მიმოიხილავს და წერს, რომ თბილისის მთავარ სასტუმროებს ლგბტ თემის წარმომადგენლებთან არანაირი პრობლემა არ აქვთ. სტატიის ავტორი ვრცლად მიმოიხილავს სასტუმროებს, ბარებს, კლუბებს, რესტორნებს და კაფეებს, ასევე, თბილისის და საქართველოს ღირშესანიშნაობებს, ფესტივალებს და ასე შემდეგ და სტატიას ფოტოებსაც ურთავს.

 

0

ავტორი: